მთავარი » ჯანმრთელობა

ვაშლი – ვიტამინების ბუნებრივი წყარო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.03.2016 | 7,851 ნახვა

ვაშლი ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტია. ვაშლი ვიტამინებისა და მინერალური მარილების წყაროა. ის 87% წყალს შეიცავს. ვაშლი მის შემადგენლობაში შედის C, E, B1, B2, B6, PP ვიტამინები, შაქარი, ჰექტინები, მინერალური ელემენტები (კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, ქლორი, გოგირდი, ფტორი, სპილენძი, სილიციუმი და სხვა). ვაშლი ასევე შეიცავს ფიტონციდებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის და სხვა), კატექინეს, ცილებს, სახამებელს და ა. შ.

ვაშლი ეფექტურად გამოიყენება ქრონიკული და მწვავე ენტეროკოლიტების, ათეროსკლეროზის, რევმატიზმისა და სიმსუქნის დროს. ვაშლი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. მისი რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ტვინის უჯრედების დაშლის პროცესს, რომელიც მეხსიერებას აქვეითებს.

ვაშლი, როგორც ანტიოქსიდანტი ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან იცავს.

რჩევა მწეველებს!

რეგულარულად მიირთით ვაშლი.

ვაშლის წვენი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გონებრივად მუშაობა უწევს.

გირჩევთ! საუზმემდე მიირთვათ ორი ვაშლი. ვაშლი გულის დაავადებათა განვითარების რისკს 20%-ით ამცირებს.

ვაშლის რეგულარული მიღება აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ვაშლი ეფექტურად გამოიყენება დაბალი წნევის დროს. ის სისხლის გამწმენდია.
ვაშლი ადამიანის არა მარტო ორგანიზმზე, არამედ გარეგნობაზეც დადებითად მოქმედებს:
• აფერხებს ნაოჭების განვითარებას;
• დერმატოლოგიაში და კოსმეტოლოგიაში გამოიყენება კანის ანთებითი დაავადების დროს;
• ასტიმულირებს თმის ზრდას;
• ცოცხალი ვაშლი გამოიყენება პირის ღრუს მოსაწესრიგებლადაც. დილით უზმოზე ერთი ვაშლი აჯანსაღებს კბილებს და იცავს მათ დაშლისაგან.

გვახსოვდეს! რომ თუ გვინდა ვაშლისაგან ბევრი სასარგებლო ნივთიერება შევითვისოთ, ის კანიანად უნდა მივიღოთ, რადგან სწორედ კანის ქვეშ არის ყველაზე დიდი რაოდენობით C ვიტამინი, ფლავონოიდები და პექტინი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა ანა ტყებუჩავამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი