მთავარი » სხვადასხვა

ვარძიის პრობლემების გადასალახად უცხოელი ექსპერტები მსჯელობენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.10.2012 | 1,393 ნახვა

ვარძიის არქიტექტურული ძეგლის კომპლექსური პრობლემების გადასალახად, საერთაშორისო ექსპერტთა გაფართოებული ჯგუფი და მათი ქართველი კოლეგები ერთობლივად მსჯელობენ. ვარძია ვარძიაში 16-19 ოქტომბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით სამდღიანი ვორქშოპი იმართება.

ქვაში ნაკვეთი უნიკალური ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, სპეცილისტები ერთდროულად ორი მიმართულებით – ვარძიის ქვათა ცვენის პრევენციული სამუშაობის განხორციელებასა და ვარძიის უძველესი მხატვრობის საკონსერვაციო მეთოდოლოგიის დამუშავების საკითხზე იმუშავებენ.

ვორქშოპში ორაგანიზატორ მხარესთან ერთად, მონაწილეობას მეწყერების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო ქსელის წამყვანი სპეციალისტები იტალიიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან და ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ინსტიტუტის, მონუმენტური ფერწერის კონსერვაციის სპეციალისტები მიიღებენ.

ვორქშოპში ასევე მონაწილოებას იღებებენ ქართული ინსტიტუციები: ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.

შეგახსენებთ, ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. ძეგლის სტუქტურისა და მასალის გათვალიწინებით საუკუნეების განმავლობაში ვარძია ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად რთულ ფიზიკურ მდგომარეობაშია.

კლდეში ნაკვეთი ძეგლების დიაგნოსტიკის პრობლემები მე-20 საუკუნის განმავლობაში, ფაქტობრივად, დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელს მსოფლიოში. ტექნოლიგიურმა ინოვაციებმა და კვლევისა და კონსერვაციის კომპლექსურმა თანამედროვე მიდგომებმა შესაძლებელი გახადა ძეგლზე დამანგრეველი პროცესების შეჩერება და ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივება.

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის კვლევა და საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე წელია უწყვეტად მიმდინარეობს. ამჯერად ძეგლის დიაგნოსტიკისა და სხვადასხვა სახის კვლევითი სამუშაობის ჩატარებისთვის უმნიშვენლოვანესია სამუშაო პროცესში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების დახმარება, რათა შემუშავდეს და დაინერგოს ძეგლის კვლევისა და კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი