მთავარისხვადასხვავარძიის გადარჩენის 4 წლიანი პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

ვარძიის გადარჩენის 4 წლიანი პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარძიას ეწვია და სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა ისტორიული საჯინიბო, პირველი სატრაპეზო, ვარძიის სამრეკლო, ძეგლის მთავარი კარიბჭე, თამარის წყარო, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მამათა მონასტერი მოინახულა.
მანვე სამუშაო შეხვედრა გამართა საველე შტაბში და მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

ვარძია

ვარძიის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუშაობა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: საგანგებო სეისმო და მეტეო-სადგურების ქსელის ინსტალაცია, კლდის სრული დიაგნოსტიკა – სეისმო-ტომოგრაფიული და გეოფიზიკური კვლევა, თერმო გადაღებები და კვადროკოპტერის მეშვეობით ვარძიის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნება, სადაც ვარძიის მდგომარეობის სრული და დეტალური ინფორმაცია განთავსდება. ვარძიის ქედზე ხორციელდება წყალამრიდი არხების გადაუდებელი აღდგენა-მშენებლობა, ხოლო 2015 წლის ბოლოს მზად იქნება ვარძიის კედლის მხატვრობის სრული კვლევითი-დიაგნოსტიკური დოკუმენტაცია.

ძეგლის ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგებისთვის მიუვალ და სახიფათო უბნებზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის, მიმდინარეობს კიბეებისა და მოაჯირების მონტაჟი და ტურისტული ბილიკების მოწესრიგება.

უსაფრთხოების მოაჯირებისა და ბილიკების მოწესრიგების გარდა, ვარძიაში დამონტაჟდა განათების სისტემა, რომელიც ჩაბნელებული ძეგლის სრულად განათების და ტურისტებისა და მომლოცველებისთვის ვარძიის ღამის საათებში მონახულების შესაძლებლობას იძლევა.

პროგრამის განსახორციელებლად გაერთიანებულია ქვეყნის სამეცნიერო და საერთაშორისო ინსტიტუტები, რომელსაც იუნესკოს ექსპერტი, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინჟინრო-გეოლოგიური მეცნიერებების დოქტორი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს. ვარძიის ფრესკების კვლევით სამუშაოებში ლონდონის კურტოს უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავარაცია–კონსერვაციის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

პრემიერ–მინისტრის ინიციატივით დაწყებული ვარძიის გადარჩენის პროექტის განსახორციელებლად, პირველი ეტაპისთვის, მთავრობამ უკვე გამოყო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები