მთავარი » კულტურა

ვარლამ თოფურია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.04.2015 | 1,513 ნახვა

ქართველი ენათმეცნიერი, ვარლამ თოფურია დაიბადა 1901 წლის 8 იანვარს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოში. მან დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია, შემდეგ კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი – საენათმეცნიერო განხრით. ვარლამ თოფურია 1923 წლიდან ვარლამ თოფურიამ მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა დაიწყო. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ვარლამ თოფურია იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კაკვასიურ ენებს. მისი შრომების საფუძველზე გადაწყდა ამ ენების ისტორიის, ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული სტრუქტურის, დიალექტოლოგიის, ლექსიკური შედგენილობის, მეთოდიკისა და ეპიგრაფიკის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული საკითხები. საფუძვლიანად შეისწავლა ლაკური ენა და მრავალი ნაშრომი მიუძღვნა მას. განსაკუთრებული ამაგი დასდო სვანური ენის მეცნიერულ შესწავლას.

იგი განაგებდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას. ასევე იყო – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართული ენის კათედრის გამგე. ხოლო 1950-1952წწ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1933-1936წწ. ვარლამ თოფურია შოთა რუსთაველის სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელია. ვარლამ თოფურია 1945 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა.

იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მუშაობაში და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნაში. ვარლამ თოფურია დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის მორფოლოგიის, დიალექტოლოგიის საკითხებს. იგი 150-ზე მეტი შრომის ავტორია და მრავალი ორდენითაა დაჯილდოებული. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ვარლამ თოფურიას დიდი ღვაწლი მიუძღვის “ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონისა” და “ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის” შექმნაში. აკადემიკოსმა მდიდარი და მრავალფეროვანი მეცნიერული მემკვიდრეობა დატოვა. იგი 1966 წლის 21 აგვისტოს თბილისში გარდაიცვალა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი