მთავარი » კონკურსი

ვარლამ გრიგალაშვილი- “ჩემი სკოლა” – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.12.2014 | 1,844 ნახვა

რიკოთის უღელტეხილს გადმოსცდებით თუარა, თვალწინ გადაგეშლებათ მწვანეში ჩაფლული ჩემი სოფელი, ხევი, თავის კოპწია იმერული სახლებითა და ცენტრში მდგარი სკოლის შენობით, ვარლამ გრიგალაშვილი რომელიც ყოველ დილით ზარის წკრიალა ხმაზე თავისკენ გვიხმობს სოფლის მოსწავლე- ახალგაზრდობას.

ჩავერთე რა პროექტში, “ჩემი სკოლა” მოვიძიე მასალები, შევხვდი იმ ადამიანებს ვინც ჩემი სკოლის შესახებ რაიმე იცოდა და ბევრი რამ საინტერესო შევიტყვე. თურმე ჯერ კიდევ 1880 წლიდან სოფელ ხევში (მაშინდელ ხევისჯვარში) არსებობდა დაწყებითი სკოლა, სადაც მასწავლებლად მღვდელი კირილე ციცქიშვილი მუშაობდა. სკოლა ორი ოთახისგან შედგებოდა და მარტო შეძლებული ოჯახის შვილები სწავლობდნენ საღმრთო სჯულს. მოგვიანებით სკოლაში თერთმეტი ბავშვი სწავლობდა და მათ ისევ მღვდლები: ილია ხარაბაძე და სიმონ ხარაძე ასწავლიდათ. ჩემი სკოლის პირველი სკოლადამთავრებული იყო დიაკვნის შვილი ერასტი ხაჩიძე, რომელიც 30 წლის მანძილზე საქ. კონოსტუდიის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 1917 წლის რევოლუციის დროს სკოლაში მუშაობა შეწყდა, ბოლშევიკებმა მღვდელი პედაგოგები გააქციეს. 1923 წელს სკოლა 4 წლიანი გახდა, რომლის დირექტორს ილია გოგოლაძეს შემდეგში დამსახურებული პედაგოგის წოდება მიენიჭა. შემდეგში სკოლა 7 წლიანად, ხოლო 1955 წლიდან საშუალო სკოლად გადაკეთდა. 30-იან წლებში სკოლაში სწავლობდა 250 მოსწავლე. 40-იან წლებში კი 400, როცა ჩემი სოფლიდან მოსახლეობის ნაწილი სართიჭალაში ჩაასახლეს, მოსახლეობის რაოდენობამ მოიკლო.

ჩემს სკოლაში წლების მანძილზე მუშაობდნენ, ავტორიტეტული და განათლებული დირექტორები და პედაგოგები. მათ შორის ბევრი დამსახურებული პედაგოგი იყო. სკოლას წლების მანძილზე მთელ რესპუბლიკაში კარგი ტრადიციებით იცნობდნენ. სკოლის ნორჩი “ფენოლოგები”, ნორჩი ტურისტები, ხშირად დაუჯილდოებიათ, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობით. სოფელ ხევის სკოლა სკოლის მოსწავლეები არაერთხელ გამოდიოდნენ წარმატებებით სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებსა და საგნობრივ ტურებში. მონაწილეობდნენ საქართველოს ტელე და რადიო საბავშვო გადაცემებში, სკოლის ქართულ-ხალხურ საკრავთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი “საუნჯე” ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, რაიონულ, ზონალურ თუ რესპუბლიკურ ფესტივალებზე. სკოლას დიდი წარმატებები ჰქონდა სპორტულ შეჯიბრებში, ჰყავდა საქართველოს ჩემპიონი ორი მოსწავლე მძლეოსნობაში, მდიდარი ტრადიციები გრძელდება დღესაც სკოლაში ყოველწლიურად ტარდება უამრავი სახის სასწავლო-სააღმზრდელო ღონისძიებები, ლაშქრობა ექსკურსიები, შეხვედრები ცნობილ პიროვნებებთან, სხვადასხვა სახის კონკურსები. ყოვლეწლიურად აპრილის თვეში ვატარებთ რაიონულ სპორტულ შეჯიბრებას “გაზაფხულის მერცხლები”, სულ ახლახან რაიონულ სპორტულ შეჯიბრებაში, “მხიარული სტარტები” გაიმარჯვა ჩემი სკოლის გუნდმა, ასევე გაიმარჯვა მძლეოსნობის რაიონულ შეჯიბრში, კალათბურთში საპრიზო ადგილი დავიკავეთ და ასევე მონაწილეობა მივიღეთ ეტალონში. სკოლის მოსწავლეთა წარმატებები არაერთხელ აღუნიშნავთ განათლების სამინისტროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, ესთეტიკური აღზრდის სახლს, რაიონის ხელისუფლებას სიგელებით, დიბლომებით, სერთიფიკატებით და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით, ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად ჯილდოვდებიან: ლეპტპოპებით, ოქროსა და ვერცხლის მედლებით, აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში. სოფელ ხევის სკოლა ჩემი სკოლა არაერთხელ მონაწილეობს, საქველმოქმედო აქციებში, ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულებს, მოხუცებს უსახლკაროებს, სულ ახლახან ჩავატარეთ საქველმოქმედო აქცია, რომელშიც ჩავრთეთ მთელი სოფლის მოსახლეობა, მეზობელი სამი სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობა და დახმარება გავუწიეთ რაიონის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეს, რომელსაც ორივე ხელი ამპუტირებული აქვს.

წლების მანძილზე გვაღელვებდა სკოლის კეთილმოუწყობლობა, თუმცა დღეს ასე ვერ ვიტყვით, გულს უხარია როცა სკოლის ეზოში ფეხშედგმული ლამაზ გარემოში აღმოჩნდები.

მე ვარ ვარლამ გრიგალაშვილი, ვსწავლობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლის მეათე კლასში, მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა და მიხარია ყოველი მისი წარმატება და რომ ჩვენი მოსწავლეობის წლები იყოს ლამაზი ამაში გვეხმარებიან ჩვენი საყვარელი აღმზრდელი პედაგოგები. რა მინდა ? – მინდა, რომ ჩემი სკოლის ყველა მოსწავლე ერთი სურვილით მოდიოდეს სკოლაში, რომ რაც შეიძლება მეტი განათლება მიიღოს. კიდევ რა მინდა? – მინდა, რომ ჩემი სკოლის ყველა მოსწავლე თუ მასწავლებელი იყოს ბედნიერი, ჰქონდეს მშვიდობა და სიხარული.

ვარლამ გრიგალაშვილი
მე-10 კლასი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი