მთავარი » ჯანმრთელობა

ვარდკაჭაჭა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.10.2011 | 12,329 ნახვა

ვარდკაჭაჭავარდკაჭაჭა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. საქართველოში იგი ფართოდაა გავრცელებული. მას არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები გააჩნია.

ნედლეული: განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ვარდკაჭაჭას ფესვი. ასევე სამკურნალოდ იყენებენ მიწისზედა ნაწილსაც. ფესვს აგროვებენ სექტემბერ – ოქტომბერში და აშრობენ საშრობში ან ღუმელში. გამომშრალი ფესვი გადაღუნვისას უნდა ტყდებოდეს, ხოლო მცენარის მიწისზედა ნაწილს აგროვებენ ივნის – აგვისტოში და მზეზე აშრობენ.

მკურნალობა: ვარდკაჭაჭა ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ. იგი აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა პორტალური სისხლის მიმოქცევის არეში შეგუბების დროს, რადგან მას არამარტო შარდმდენი მოქმედება აქვს, არამედ აუმჯობესებს გულის მუშაობასაც. ხალხურ მედიცინაში ვარდკაჭაჭას ნაყენს იყენებენ, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას.

ვარდკაჭაჭანაყენის მომზადება: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს (ფესვები და მიწისზედა ნაწილები) ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელ წყალს, ახურავენ თავსახურს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 20-30 წთ-ით. შემდეგ აციებენ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წთ, გადაწურავენ, ავსებენ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. იღებენ 1/3 ჭიქას 3-ჯერ დღეში.

ვარდკაჭაჭას ნაყენს ასევე წარმატებით იყენებენ გარეგანი მოხმარებითაც ფერიმჭამელების, ძირმაგარების დროს. ძლიერი ნაყენები და ნახარშები გამოიყენება ძველი ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულებისა და ეგზემის სამკურნალოდ. დიათეზის შემთხვევაში ბავშვებს უკეთებენ აბაზანებს.

ვარდკაჭაჭას საფენები კარგი საშუალებაა ქვეწარმავლების, მორიელის, კრაზანებისა და ხვლიკების ნაკბენის დროს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი