21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიეკლესია-მონასტრებივალეს ღვთისმშობლის ეკლესია

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია, ისტორიული წყაროების თანახმად, VIII-IX საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

თავდაპირველად გუმბათიანი ტაძარი ყოფილა. 1562-1564 წლებში ტაძარი უგუმბათოდ აღუდგენიათ. საფძვლიანი გადაკეთების შედეგად, ეკლესია სამნავიან ბაზილიკად ქცეულა. ტაძარში არსებული ორი ბოძი, სივრცეს სამ ნაწილად ჰყოფს, არათანაბარი ზომის ბოძები, XVI საუკუნეში შეუკეთებიათ. სამხრეთის ბოძზე ამოკვეთილია 45 სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც გვამცნობს ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლის, დედისიმედის მიერ ტაძრის შეკეთების ამბავს.

ტაძარი აგებულია რუხ და ღვინისფერ ქვათა შეხამებით. ტაძარს, ადრე მდიდრული კარნიზი აგვირგვინებდა. მთავარი შესასვლელის თავზე, განთავსებულია დიდი ქვა, რომელზეც ორი მხედარია გამოსახული. ამ შესასვლელს, მლოცველი შეჰყავდა ნახევრად ბნელ კუთხეში, საიდანაც მის წინ ჩნდებოდა სარკმელებით განათებული ცენტრალური სივრცე.

მთელი ეს მრავალფეროვანი მორთულობა, ოსტატურადაა მოპირკეთებული ხუროთმოძღვრის მიერ. შესრულების ხარისხიც უმაღლესია.

ფოტო: ხატია ბლუაშვილი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები