უსაფრთხო მზის აბაზანების მიღება მზის ზემოქმედების სარგებლისა და რისკების დაბალანსებას გულისხმობს.
გაეცანით მზის აბაზანების უსაფრთხო მიღების რეკომენდაციებს.
მზის სხივების სარგებელი:
D ვიტამინის სინთეზი – მზის სხივები ეხმარება თქვენს ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავებაში, რომელიც მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის და განწყობის რეგულირებისთვის;
-განწყობის გაუმჯობესება – მზის სხივები ზრდიან სეროტონინის დონეს, რაც ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებასა და შფოთვის ან დეპრესიის შემცირებას;
-ძილის რეგულირება – დილით მზის სხივები ხელს უწყობენ ცირკადული რიტმის რეგულირებას ღამით მელატონინის გამომუშავების გაძლიერებით.
მზის ზემოქმედების უარყოფითი მხარეები:
-მზის დამწვრობა;
-კანის ალერგიული დაავადებების გამწვავევბა;
-კანის დაბერება (ნაოჭები, ლაქები);
-დნმ-ის დაზიანება → კანის კიბო (განსაკუთრებით მელანომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა);
-თვალის დაზიანება (ულტრაიისფერ სხივებს შეუძლიათ ბადურის დაზაიანება და კატარაქტის გამოწვევა);
მზე და უსაფრთხოების წესები:
უსაფრთხო მზის აბაზანების მიღების საუკეთესო დრო გახლავთ დილის 10-12 საათამდე და საღამოს 4-5 საათის შემდეგ, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება ნაკლებად ინტენსიურია;
გახსოვდეთ, რომ 10–30 წუთიანი მზის ზემოქმედება (კანის ტიპის მიხედვით) ჩვეულებრივ საკმარისია D ვიტამინისთვის.
ულტრაიისფერი ინდექსის აპლიკაცია
- გამოიყენეთ ულტრაიისფერი ინდექსის აპლიკაცია. ეს გახლავთ ადვილად გამოსაყენებელი აპლიკაცია, რომელიც აჩვენებს ულტრაიისფერი ინდექსის მაქსიმალურ და მიმდინარე მნიშვნელობებს.
. მოერიდეთ პირდაპირ მზეს, როდესაც ულტრაიისფერი ინდექსი 6 ან მეტია. - იცოდეთ თქვენი კანის ტიპი (ფიცპატრიკის შკალა) ამ შკალის მიხედვით კანის 6 ტიპი არსებობს, რომლის გათვალისწინებით მზეზე ექსპოზიციის დრო 5-10 წუთიდან 30 წუთამდე შეადგენს.
მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება
- SPF 30+ იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის;
- SPF 50+ ხანგრძლივად ღია ცის ქვეშ ყოფნისას.
დაიტანეთ კანზე მზეზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე და გაიმეორეთ ყოველ 2 საათში ან ცურვის/ოფლიანობის შემდეგ. - გამოიყენეთ ფართო სპექტრის (UVA + UVB) მზისგან დამცავი კრემები.
- არ დაგავიწყდეთ ყურების, კისრის, ტუჩების, ტერფების ზედა ნაწილის და თავის კანის (თუ თმა თხელია) მოვლა.
- მზისგან დამცავი მინერალური კრემები (თუთიის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი) კარგია მგრძნობიარე კანისა და ბავშვებისათვის.
დამცავი ტანსაცმელი და აქსესუარები:
- ქუდი;
- ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სათვალე;
- გრძელმკლავიანი ულტრაიისფერი ფილტრის ტანსაცმელი.
. მზის ინტენსიური სხივების დროს ჩრდილში იყავით
დატენიანება და კანის მოვლა
. შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია – მზის სხივები და სიცხე ზრდის სითხის დაკარგვას.
. კანის დასამშვიდებლად მზეზე გასვლის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები.
. მზის აბაზანების მიღების დღეებში მოერიდეთ მკვეთრ ამქერცლავ კრემებს ან რეტინოიდებს.
მზის აბაზანების მიღების დროს მოერიდეთ:
. სუნამოების ან ციტრუსის ზეთების გამოყენებას (შეიძლება გამოიწვიოს ფიტოფოტოდერმატიტი) ;
. ფოტოსენსიბილიზატორი მედიკამენტების მიღებას (როგორიცაა დოქსიციკლინი, იზოტრეტინოინი, გარკვეული ანტიდეპრესანტები – მიმართეთ ექიმს);
. რუჯის მისაღები ზეთების გამოყენებას (ზრდიან დამწვრობისა და კანის დაზიანების რისკს).
წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
