მთავარი » სხვადასხვა

უსაფრთხოება ახალი წლის დღეებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.12.2014 | 3,641 ნახვა

“ამბიონი” გთავაზობთ დაცვის სამსახურის “მაგისტრი” -ს რჩევებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება ახალი წლის დღეებში პიროტექნიკულ ნაწარმთან მიმართებაში:

გახსოვდეთ! პიროტექნიკული ნაწარმი აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული. მასზე მითითებული უნდა იყოს დამამზადებლის მისამართი, პიროტექნიკა ტელეფონები, სასაქონლო ნიშანი. ასეთი სახის პროდუქცია უკვე მეტყველებს მის ხარისხსა და უსაფრთოხოების გარანტიაზე, რადგან ყველა მეწარმე უფრთხილდება თავის სახელს.

• არ შეიძინოთ ფეიერვერკული ნაწარმი არალეგალურად, ხელზე. ასეთი ნაწარმი მხოლოდ მაღაზიებში და სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უნდა იყიდებოდეს;

• ფეიერვერკული ნაწარმი შეინახეთ მშრალ ადგილზე, თავისივე შეფუთვით. აკრძალულია ასეთი ნაწარმის შენახვა ნესტიან ან ძალიან მშრალ შენობაში, სადაც 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა. ის სწრაფადაალებადი საგნებიდან ან ნივთიერებიდან მოშორებით უნდა იყოს მოთავსებული. არ ჩაიდოთ ნაწარმი ჯიბეში. მოარიდეთ იგი ფეთქებად ან სწრაფაალებად მასალებს;

• ფეიერვერკული ნაწარმი ბავშვებისათვის ძნელადმისადგომ ადგილებზე შეინახეთ;

• კატეგორიულად აკრძალულია დანესტიანებული ფეიერვერკული ნაწარმის გამათბობელ მოწყობილობებზე გაშრობა (გათბობის ბატარეები, რეფლექტორები, საყოფაცხოვრებო ელექტროგამათბობლები და ა.შ.);

• ძლიერი ქარის დროს თავი აარიდეთ ფეიერვერკის გამოყენებას;

• გახსოვდეთ! თუ პიროტექნიკა 3-5 წუთის განმავლობაში წვიმაში ან თოვლში მოხვდება, მისი წარმატებული გაშვების გარანტია არ არსებობს. უფრო მეტიც, პიროტექნიკის ზოგიერთი სახეობა დასველების შემდეგ სახიფათო ხდება. მაგალითად, დასველებულმა რაკეტებმა შეიძლება შეიცვალონ ტრაექტორია, ხოლო სალუტმა შეიძლება მიაღწიოს უმნიშვნელო სიმაღლეს და მაყურებლების სიახლოვეს აფეთქდეს;

• გაითვალისწინეთ! სანამ ფითილს ცეცხლს წაუკიდებდეთ, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ფეიერვერკს თავი სად აქვს, სად უნდა ამოვარდეს ანთებული ელემენტები;

• არ არის მიზანშეწონილი, რომ პიროტექნიკული ნაწარმი 16 წლამდე ასაკის მოზარდებმა უფროსების ზედამხედველობის გარეშე გამოიყენონ;

• მოერიდეთ თამბაქოს მოწევას პიროტექნიკის სიახლოვეს!

• არაფხიზელ მდგომარეობაში პიროტექნიკას ნუ გამოიყენებთ!

• აკრძალულია პიროტექნიკის ჩაგდება ცეცხლში; მისი გამოყენება შენობაში; ფითილის ჩაქრობის შემთხვევაში მისი ხელმეორედ დანთება (გამონაკლისია: ბენგალური შუშხუნა, ტორტის სანთლები და ე.წ. хлопушки— ტკაცუნები);

სამახსოვრო

1. არ დაიზაროთ ნაწარმის ინსტრუქციის წაკითხვა.
2. გახსოვდეთ, რომ ერთი შეხედვით ნაცნობ და ჩვეულებრივ ნაწარმს შეიძლება გააჩნდეს თავისებურებები.
3. ფითილს ცეცხლი უნდა წაუკიდოთ გაწვდილი ხელის მაძილზე.
4. მაყურებლები საშიში ზონის მიღმა, კონკრეტული პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენების ინსტრუქციაში მითითებულ მანძილზე, არანაკლებ 20 მეტრის დაშორებით უნდა განთავსდნენ.

5. კატეგორიულად არის აკრძალული:

• მუშა მდგომარეობაში მყოფი პიროტექნიკული ნაწარმის ხელში დაჭერა.
• პიროტექნიკული ნაწარმის თავზე, წახრილ მდგომარეობაში ყოფნა მისი ხმარების შემდეგაც და ასევე მისი აუმოქმედებლობის შემთხვევაშიც.
• პიროტექნიკული ნაწარმის ხმარება ხალხის მიმართულებით და აგრეთვე იმ ადგილებში, სადაც ისინი შეიძლება გამოჩნდნენ.
• პიროტექნიკის შენობაში ხმარება.
• პიროტექნიკის გამოყენება შენობებთან, ნაგებობებთან, ხეებთან, ელექტროგადამცემ ხაზებთან ახლოს და სახიფათო ზონის მინიმალური რადიუსის მანძილზე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი