მთავარისხვადასხვაუნიკალური აღმოჩენა კახეთში

უნიკალური აღმოჩენა კახეთში

აღმოჩენა კახეთში კახეთში, ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ნაქალაქარსა და სამონასტრო კომპლექსს მიაგნეს.

სპეციალისტების თქმით, მდინარე დურუჯის საწინააღმდეგო მხარეს ტყეში მოქცეული ნანგრევები მე-5 საუკუნემდე პერიოდს მიეკუთვნება და თავისი მასშტაბით ბოლნისის სიონსაც აღემატება.

ტაძარი ხუთი წყვილი სვეტით არის გაყოფილი, მისი ბაზილიკა კი სამნავიანია. საკურთხეველში ქვა-ყუთის ტიპის სამარხებია აღმოჩენილი, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით სასულიერო პირებს ეკუთვნის. გათხრებში მონაწილეთა შეფასებით, საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რაც კი ამ დრომდე ჩატარებულა.

გათხრებს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები