მთავარი » კულტურა

UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიის გადაწყვეტილება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2013 | 2,185 ნახვა

გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიის გადაწყვეტილებით საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება, UNESCO ხოლო ბაგრატის ტაძრის ამ ნუსხიდან ამოღება დღეს გადაწყდა, რაც პროცესის დაწყებას ნიშნავს.

მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, განიხილა რა დოკუმენტი (WHC-13/37.COM/7A, მცხეთის ისტორიული ძეგლები (საქართველო)) მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის ისტორიული ძეგლების (საქართველო) საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დატოვების შესახებ.

იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ, შარშან მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 36-ე სესიისთვის შემუშავებული ბაგრატსა და გელათთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებისა და გელათის რენომინაციის მომზადების შესახებ, განხილვის გარეშე დაამტკიცა. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს და სთხოვს, რომ მოხდეს ძეგლის საზღვრების შეცვლა და სამომავლოდ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მხოლოდ გელათი წარადგინოს.

იუნესკო გამოხატავს კეთილ ნებას გელათის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს სთხოვს გელათის მსოფლიო მნიშვნელობის ძლიერ დასაბუთებას და მის ხელახალ წარდგენას, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიას წელს კამბოჯა მასპინძლობს, რომელიც გუშინ, 17 ივნისს გაიხსნა. ამ დროისთვის კომიტეტის სესიაზე, დამკვირვებლის სტატუსით, იმყოფება ქართული დელეგაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით; დელეგაციის შემადგენლობაში არიან “ICOMOS საქართველოს” ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი რუსუდან მირზიკაშვილი.

culture.gov.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • შალვა says:

    საოცარია ნუთუ ისევ ის ადამიანები მიდი-მოდიან და საუბრობემ ან განგაშს სტეხენ ნიანგის ცრემლებით ვინც უშუალოდ დამნაშავეა ამ ტრაგედიაში, ეს ხომ ის ხალხია ვინც ვანო მერაბიშვილს “ხელი გაუხსნა” მცხეთის დანგრევაში. მგონი აღა მაჰმად ხანის გამართლებასაც დაიწყებენ მალე და ტაშს დაუკრავენ. ასეთი უმეცრება რაც ბოლო 20 წელი ჩვენს საზოგადოებაში ხდება საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთი ანალოგი აქვს – ილიას მკვლელობა – დღესაც კიდევ ვესროლეთ ილიას, თან ვაი ვიშის მომთქმელიც და მკვლელიც ერთია, ამასთანავე ვითომდა გაფუჭებული საქმის “გამპრავებლები” ეხლა უკვე გმირის სტატუსით, წამებული ადამიანის სახით აქეთ დაგვიწყებს დადანაშაულებას და ჭკუის სწავლებას. ამის მაგალითები უამრავია, უბრალოდ ვითომდა კოლეგიალობის მიზეზით არავინ არ იღებს ხმას, არავის უნდა დამნაშავის მხილება ქართული კულტურული მემკვიდრეობის დანგრევისათვის, მოკლედ – ძალიან ცუდია როცა მობრუნებულ ფარას კოჭლი ცხვარი უდგას თავში და ამაყად მიაბოტებს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი