21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიქრისტიანობაუფლისწული გიორგი სვეტიცხოველში მოინათლა

უფლისწული გიორგი სვეტიცხოველში მოინათლა

უფლისწული გიორგი 3 ნოემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უფლისწული გიორგი მონათლეს. ნათლობა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს – ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი და უფლისწულის ბიძები – გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.

როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველოში ასეთი ნათლობა არ ყოფილა 1801 წლიდან და უფალს ამისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი – გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა.

წყვილმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი.

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. 4 ნათლია ყავს და ერთი დედამძუძე- ბეგაშვილი შორენა :)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები