მთავარი » ეკლესია-მონასტრები

უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2023 | 490 ნახვა

უდაბნო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო კალთაზე.

უდაბნოში ორი ეკლესიაა. ერთია ძველი, მცირე, კლდეში ნახევრად გამოკვეთილი, რომლის აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, ეკლესია VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. მეორე ეკლესია, უგუმბათო, ვრცელი, დარბაზული ტიპის ნაგებობა, თლილი ქვისგან ყოფილა ნაგები. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუშენებიათ 1858 წელს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას (შემდგომში გურიის ეპისკოპოსი) წინამძღვრობის დროს. ახლა მისი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

უდაბნოს ერთ-ერთი წინამძღვარი იყო იოსებ ტუსკია, შემოქმედის გულანის გადამწერი, რომელიც ისტორიულ საბუთებში აღიარებულია ,,ხელმწიფე გურიელის კარის მოძღვრად“ (იგულისხმება მამია IV გურიელი, XVIII ს.) და, ამასთან, ,,საჯუმათლოს მომწყსოდ, ქორეპისკოპოსად”…

მონასტერს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია “უდაბნოს მრავალთავი”, რომელიც 1920 წელს აკაკი შანიძემ აღმოაჩინა. პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით მას IX საუკუნეს მიაკუთვნებენ და, მეცნიერების აზრით, არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სინურ მრავალთავს (864 წ.). დიმიტრი ბაქრაძემ მონასტერში აღმოაჩინა სახარების თარგმანები იოანე ოქროპირისა და მეტაფრასი, ანუ წმინდანთა ცხოვრება; ასევე უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი. წიგნსაცავში ინახებოდა ძველთაძველი, მდიდრულად შემკული ბაქარისეული ბიბლია (1743 წ.).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი