უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისების პროცესთან დაკავშირებით, საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ტექსტი დღეს საპატრიარქოში პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა.
“დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შემთხვევაში,
იძულებულია თავისი ქონება ძალზე იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს. თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება. მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს. მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის, ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მოსამსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც, პირველ რიგში, ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეს შიდასამეწარმეო რესურსების გამოყენების საშუალება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, პატრიარქი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ერთი წელია სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის გამოსწორებისათვის. მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარება სხვა ქმედებების განხორციელებასაც საჭიროებს. მათ შორის, შეღავათიან და გრძელვადიანი სესხების გაცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პატრიარქი განცხადებაში მიმართავს ხელისუფლებას, ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, ასევე ბიზნესმენებს. კერძოდ, პატრიარქი მიმართავს ხელისუფლებას, სწრაფად მიიღოს ზომები და ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები, “რათა განეიტრალდეს ფრიად ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, მით უმეტეს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის დღევანდელი რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლევა”.
პატრიარქი ასევე მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების დადგენამდე, შეაჩერონ სესხების დაფარვის მიზნით მიწის გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ.
პატრიარქი მიმართავს ბიზნესმენებს, გაააქტიურონ საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და დააბანდონ თავიანთი კაპიტალი ახალ ტექნოლოგიებსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას. რათა მათი ექსპორტი მოხდეს საზღვარგარეთ. ასევე მიმართავს მიწათმოქმედებს, მეტი სიყვარული გამოიჩინონ შრომისადმი, დაამუშაონ ნაკვეთები, მოუარონ მათ და შვილებს შეუნახონ ეს ქონება.
“მიწაზე მომუშავე ადამიანებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ მის საქმიანობას დალოცვა სჭირდება. სოფლად მოღვაწე სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა უფასოდ, ყოველწლიურად უკურთხონ ხალხს ნაკვეთები, თესლი და მოსავალი, აგრეთვე, სახლ-კარი, საქონელი და პირუტყვი, რომ ხალხის შრომამ ნაყოფი გამოიღოს და დაცული იყოს სხვადასხვა საშიშროებისაგან. ეს უძველესი ტრადიცია უნდა აღდგეს და მოსახლეობამ გაითავისოს. საერთოდაც, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და სამშობლოს შევეხიდოთ, განსაკუთრებით ვთხოვ ამას ჩვენს ახალგაზრდებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
პატრიარქის განცხადების თანახმად, მსგავსი პრობლემების წინაშე ჩვენი ქვეყანა მე-19 საუკუნის დასასრულსაც იდგა, სწორედ ამიტომ დააარსა მაშინ წმინდა ილია მართალმა საადგილმამულო ბანკი.
“დღეს დიდი ილიას ჭაპანი თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალისამებრ ჩვენისა უნდა გავწიოთ”, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

გფარავდეთ უფალი ჩვენო პატრიარქო…
იმედია ძლიერნი ამა ქვეყნისა გაითვალისწინებენ ჩვენი, მთელი ქვეყნისათვის სათაყვანო პატრიარქის ლოცვა კურთხევას და მხარში დაუდგებიან ჩვენს მიწათმოქმედებს და არა მარტო მათ, ამით ისინი შესძლებენ ხანდახან მაინც გააკეთონ ქვეყნისთვის საშური საქმე…იქნებ შეწყდეს ჩვენი სამშობლოს მიწა-წყლის დანიავება და ის რაც კიდევ შეგვრჩა ის მაინც დაკანონდეს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საკუთრებაში… იქნებ ჩვენს ტყეებს შესეული ეს ჩინური სახადიც გაყვანილი იქნეს აქიდან და რაც გადაურჩათ მათ, ის მაინც შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებს. თორემ მეწყერები და მიწის ეროზია უკვე უტევს საქართველოს და ეს სენად ქცეული გესომანია, ეს გაჩეხილი ტყეები და კიდევ მრავალი კრიმინალი რომელსაც ჩვენ ჩავდივართ ყოველდღიურად ჩვენი სამშობლოს გასანადგურებლად — საბოლოოდ იავარჰყოფს ქვეყანას, ააოხრებს ჩვენს მთასა და ბარს…ნუ ვიზავთ იმაზე მეტს რაც ჩვენ თემურ ლენგმა თუ სხვა ათასი ჯურის მომხდურება ვერ გვიქნეს
ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი და სამღვდელოება, ყოველთვის სამშობლოს სადარაჯოზე რომ დგანან. მადლობა ღმერთს!
გამარჯობათ, მე ვარ ქალბატონი რებეკა Nathan ფლორიდის USA, მე ნამდვილად მინდა, რომ მადლობა ღმერთს იმდენად მიღების მე შეხება Mr Zhang სესხის კომპანია შემდეგ მე უკვე scammed სამი ყალბი კრედიტორების, მათი გზები იყო ძალიან ადვილი არ საკრედიტო გამშვები , არ cosigner, არ გირაოს და მხოლოდ 2% საპროცენტო განაკვეთით, პირველ რიგში, მე არასდროს უსწავლებია ის მეშვეობით იმიტომ, რომ მე უკვე scammed მიერ ყალბი კრედიტორების, ამიტომ ძნელი დასაჯერებელია მათ .. მაგრამ ღმერთთან მე, ნდობა მათ და i მიიღეთ ჩემი სესხი მათ. მათ მისცეს სესხი ნებისმიერი თანხის და ნებისმიერ ვალუტაში. სახელი სესხის ფირმა არის ღმერთი არის კარგი მყისიერი სესხის ფირმა, ამიტომ ვურჩევ არავის არსებობს, რომ საჭიროა სესხის მიმართეთ მათ მეშვეობით მათი Email: is.zhangloancompany@gmail.com or..zhangloancompany @ yahoo.com