მთავარი » კულტურა

უახლესი აღმოჩენები ბაგინეთის არქეოლოგიურ ძეგლზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.08.2013 | 2,819 ნახვა

ბაგინეთი II-III საუკუნის კერამიკა, სარძევე და მინის ჭურჭლები, ხელადები, სანელსაცხებლები და ათას რვაასი წლის წინანდელი სათამაშო ნიღბიანი კაცის გამოსახულებით, არმაზციხე-ბაგინეთის განახლებული არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობისას გამოვლინდა. არქეოლოგებმა 250 კვმ მიწის ფართობზე ერთმანათთან ღიობებით დაკავშირებული ყაზარმული ტიპის ათი ნაგებობა აღმოაჩინეს. ასევე გამოვლენილია ორი ტიპის ბრტყელი და ღარიანი – იბერიული ე.წ მცხეთური კრამიტი.

ქართლის უძველესი დედაქალაქის, მცხეთის სამეფო რეზიდენციის კველევითი სამუშაობი პირველად 120 წლის წინ ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის მიერ განხორციელდა, სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ბაგინეტში I საუკუნის პოლიქრომული ფერწერის ნაშთი – ფრესკის ნატეხი ქალღვთაების გამოსახულებით, რაც ძალზედ იშვიათობაა ამ პერიოდისთვის.
ბაგინეთის განახლებული არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაობი უკვე ორი წელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი აწარმოებს.

არმაზციხე-ბაგინეთი ქვეყნის ერთ-ერთი განვითარებული არქეოლოგიური საიტია. ამ დრომდე გამოვლენილი ნეგებობზე – დედოფლის აბანო, წარმართული ტაძარი, ორსენაკიანი ნაგებობა, სვეტებიანი დარბაზი, ერთნავიანი ეკლესია – განხორციელებულია საკონსერვაციო სამუშაობი. მოწესრიგებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა – დამონატეჟებულია დასასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, უსაფრთხოების მოაჯირები და ძეგლის საპრეზენტაციო-საინფორმაციო დაფები. მცხეთაში ჩამოსული დამთვალიერებლისთვის არმაზციხე ბაგინეთი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქვეყნის უძველს ისტორიას.

29 ივლისს უახლესი აღმოჩენები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მერაბ ბოჭოიძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოინახულეს და შეაფასეს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი