ტყემლის დარგვა

ტყემალი ძირითადად იმყნობა ტყემალზე და გაშენების გავრცელებული სქემებია: 6 X 4, 6 X 3, 5 X 4 და 5 X 3 (ინტენსიური ნარგაობა).

დარგვა შეიძლება განხორციელდეს გვიან შემოდგომიდან და გაგრძელდეს 15 აპრილამდე. დარგვა შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში, თუ ნიადაგი გაყინული არ არის და ჰაერის საშუალო ტემპერატურა არ არის უარყოფითი.

ნერგის დარგვის წინ, სასურველია, სარგავი ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე, ორმოს დიამეტრი 50-60 სმ-ია, ხოლო სიღრმე 30-40 სმ.

დარგვის დროს გასათვალისწინებელია, რომ ნერგის ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 4-5 სმ სიმაღლეზე მაინც უნდა განთავსდეს. დარგვის შემდეგ ხდება ნამყენის გადაჭრა ნერგის ტიპისა და ფორმირების მეთოდიდან გამომდინარე (დაუტოტავ ნერგს ჭრიან 80-90 სმ სიმაღლეზე ზედაპირის დონიდან). შემდეგ მოხდება მცენარის დამაგრება სარზე კანაფით ან სპეციალური რეზინის დასამაგრებლებით.

დარგვის შემდეგ ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყოს. 1 ნერგზე საჭიროა არანაკლებ 25-30 ლიტრი წყალი. ამის შემდეგ მორწყვა რეგულარულად უნდა გამეორდეს, მოკლე 2-3 დღის ინტერვალებით, ნერგის გახარებამდე. ნერგის ფესვთა სისტემის ნორმალურად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დარგვის შემდეგ ფესვები 25-30 დღის განმავლობაში არ განიცდიდეს ტენის დეფიციტს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები