მთავარი » პოპულარული

“თუშეთობა 2011”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.07.2011 | 1,876 ნახვა

30 ივლისს ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში, “თუშეთობა 2011” გაიმართა.თუშეთი წელს, პირველად, თუშეთის ეროვნულ პარკში სეზონი ძალიან ადრე გაიხსნა. თუშეთობა, რომელსაც ადგილობრივები “მეცხვარის დღესაც” უწოდებენ, განსაკუთრებულად აღინიშნა.

კესელოს ციხესთან ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. თუშეთის ეროვნულ პარკში თუშეთის ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალი მოეწყო. გაიმართა დოღი, ყველისა და ხინკლის ფესტივალები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დააგემოვნებინათ ხინკალი და თავადაც მოემზადებინათ. ადგილობრივმა ფერმერებმა კი სხვადასხვა სახის ტრადიციული ყველი წარმოადგინეს და სტუმრებს მისი მომზადების წესი უჩვენეს.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სპეციალურ ფაცხებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ და მონაწილეობა მიეღოთ თუშური ყველის ამოყვანის პროცესში, ცხვრის დაკვლასა და პარსვაში, რომელსაც ტრადიციული წეს-ჩვეულებით “მწყემსად კურთხევას” უწოდებენ.

მოეწყო კავკასიური ნაგაზების გამოფენა და შედგა შეჯიბრი მშვილდოსნობაში. სპორტული ღონისძიებების პარალელურად ფოლკლორულმა ანსამბლებმა: “კესელო”, “ბახტრიონი”, “ცხრაკარა”… კონცერტი გაიმართეს.

საღამო თუშურ მოტივებზე შექმნილმა მოდების ჩვენებამ დაასრულა.

სპეციალურად თუშეთის ტრადიციული თამაშების და სამზარეულოს ფესტივალზე დასასწრებად საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ტურისტები ზემო ომალოში, თუშეთის ეროვნულ პარკში შეიკრიბნენ. აშშ-ს, საფრანგეთისა და იაპონიის ელჩებმა დააგემოვნეს თუშური ხინკალი და სასმელი, დაათვალიერეს გამოფენები.

ჯონ ბასმა და ერიკ ფურნიემ აღნიშნეს, რომ ისინი თუშეთში უკვე წელს მეორედ იმყოფებიან. მათ ძალიან მოსწონთ საქართველოს ეს რეგიონი და მიიჩნევენ, რომ თუშეთს ტურისტული თვალსაზრისით განვითარების დიდი პერსპექტივა გააჩნია.

ფესტივალის მთავარ მიზანს თუშების ტრადიციებისა და კულტურის საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს. ასევე, ამ უნიკალურ კუთხეში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და უცხოელი თუ ქართველი ტურისტების მოზიდვა.

თუშეთობა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი