13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვა"თურქეთთან შეთანხმების გაფორმება "გადაწყვეტილია"

“თურქეთთან შეთანხმების გაფორმება “გადაწყვეტილია”

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას თქმით, თურქეთთან შეთანხმების გაფორმება „გადაწყვეტილია“ და იგი არ შეიცვლება.

იშხანი “საბოლოო ტექსტი თურქეთიდან არ ჩამოსულა და ხელი ჯერ არ მოგვიწერია, მაგრამ ეს საკითხი გადაწყვეტილია, ეს აუცილებლად ასე იქნება, რადგან სხვანაირად დავკარგავთ იშხანს, ოშკს და სხვა ძეგლებს”, – განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთისა და საქართველოს მთავრობები ტაო-კლარჯეთის ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით 2006 წლიდან მსჯელობენ. იანვრის ბოლოს საქართველოს ეწვია თურქეთის კულტურის მინისტრი, რომელმაც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება შედგა და ბათუმსა და ახალციხეში მეჩეთების მშენებლობის სანაცვლოდ ქართულ მხარეს ოშკის და იშხანის აღდგენის უფლება მიეცემა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, “მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ-კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ. არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია.” (09.02.2012)

პარლამენტში პოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი მეჩეთების აშენებაში საფრთხეებს ხედავს, ნაწილი წარმოებულ მოლაპარაკებებში საპატრიაქროს ჩართვას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ ახალციხესა და ბათუმში მეჩეთების მშენებლობა–აღდგენაზე უარის თქმა, თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ქართული ტაძრების დასანგრევად გაწირვას ნიშნავს.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები