მთავარი » კულტურა

თსუ-ში გამოფენა – ,,აღმოაჩინე ჭიათურა“ გაიხსნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.10.2017 | 2,434 ნახვა

გამოფენა

17 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ ფარგლებში გამოფენა ,,აღმოაჩინე ჭიათურა“ გაიხსნა.

გამოფენაზე წარადგინეს პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა. (მდინარე ბუჯას ხეობა, ნადირაძეების მღვიმე, გუნდაეთის კარსტული რელიეფი, თვალუეთის ჩანჩქერი, საჩქეფიას ჩანჩქერი, კოტიასკლდის მღვიმე, კაცხის სვეტი, მანდაეთის მღვიმე, მდ. იმერეთის ფრონე, მდ. საძალიხევის ხეობა სვერთან, ნადირაძეების მღვიმე, საქაჯკარის მღვიმე, ქვაბთაკარი მდ. ღვითორულას ხეობაში, სოფ. ხრეითი და შემორევა, ციხისწყლის კანიონი, ძუძანას მღვიმე, მანდაეთის მღვიმე, ხრეითის ქვაყუნტია და სხვა.)

პროექტი „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა. 6 თვის განმავლობაში უნივერსიტეტის სამივე საფეხურის (დოქტორანტი, მაგისტრატურა და ბაკალავრიატი) სტუდენტები აქტიურ კვლევას ატარებდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტში. კვლევის შედეგად გამოიკვეთა გეოეკოლოგიურად სიანტერესო ადგილები და ტურისტულად საინტერესო ობიექტები.

პროექტს ხელმძღვანელობს თსუ-ს დოქტორანტი – ლიანა ხანდოლიშვილი. პროექტში მონაწილეობდნენ: მაგისტრი ზურა რიკაძე, ბაკალავრიატის სტუდენტები: სალომე თაბაგარი, მარიამ ჯაფოშვილი, ვალერი ქამხაძე. პროექტის კოორდინატორი: გეოგრაფის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

გამოფენის გახსნას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსუ-ს რექტორმა – გია შარვაშიძემ, გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა – დავით კერესელიძემ, ასისტენტ-პროფესორმა – გიორგი დვალაშილმა. გამოფენას ესწრებოდნენ თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.

გამოფენა უნივერსიტეტში 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო 27 ოქტომბრიდან ქალაქ ჭიათურაში გაიმართება.

გამოფენა

გამოფენა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი