24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარისხვადასხვატრაპზონში სუმელას სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტა

ტრაპზონში სუმელას სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტა

შავიზღვისპირეთის უძველესი სუმელას სამონასტრო კომპლექსი, ქვათაცვენის გამო, დროებით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია „ამბიონს“ თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტემენტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა მოაწოდა, რომელმაც ამ მხარეში იმოგზაურა.

სუმელა

გიორგი დვალაშვილი: “მდინარე ალტინდერეს ხეობაში, რომელიც ეროვნულ პარკში გაედინება, ხშირია ისეთი სტიქიური პროცესები, როგორიცაა წყალმოვარდნა, ღვარცოფები, ასევე – ქვათაცვენები. ბოლო პერიოდში, მდინარე ალტინდერეს მარცხენა მხარეს, კლდის თავზე კლდეში არსებულ მონასტერ სუმელა პანაგეასთან ქვათაცვენა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ღვთისმშობლის შობის დღეს მისული ტურისტები მონასტერში არ შეუშვეს. ნოვრუზ ბაირამობის დროს სუმელას ბევრი მუსლიმანი სტუმრობს. სამონასტრო კომპლექსში ისინიც ვერ შევიდნენ.

ერთადერთი გამაფრთხილებელი საინფორმაციო აბრა მონასტრის შესასვლელთანაა და გზა ფიცრებითაა გადაკეტილი. თუმცა, ხეობის შემოსასვლელში თანხის გადახდა ისევ წარმოებს და გამაფრთხილებელი არსად წერია. სუმელას ბევრი პილიგრიმი სტუმრობს. ადგილობრივი მუზეუმის თანამშრომლების ინფორმაციით, ზაფხულობით დღეში 10- 15 ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ერთი ვიზიტორი 15 ლირას იხდის.

ქართველი ტუროპერატორები ხშირად გეგმავენ ტურისტულ მარშრუტებს სუმელას გავლით. კარგი იქნება თუ მომავალ ზაფხულამდე სუმელას სამონასტრო კომპლექსს მარშრუტში არ ჩასვავენ, რადგან მათ ტყუილად მოუწევთ ციცაბო გზებით, ზღვის დონიდან 1315 მეტრზე ასვლა.

სუმელას მონასტერი ზაფხულამდე ოფიციალურად დაკეტილია.”

სუმელა

შეგახსენებთ, სუმელა ბერძნული სამონასტრო კომპლექსია. ხშირად ვარძიასაც ადარებენ. ერთ-ერთი ვერსიით “სუმელა” ლაზურად სამებას ნიშნავს.პირველი ემოცია, რაც ვიზიტორს ამ სამონასტრო კომპლექსის ხილვისას აქვს, ეს ბერების საცხოვრებლებია, რომლებიც მე-19 საუკუნეში აიგო. უშუალოდ მონასტერი კი, რომელიც კლდეშია ნაკვეთი, წყაროებზე დაყრდნობით, მე-4 საუკუნიდან ფუნქციონირებს.ლეგენდის მიხედვით, აქ მოღვაწე სასულიერო პირებმა ამ ტერიტორიაზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი აღმოაჩინეს. მონასტერი განთქმულია უდიდესი ფრესკებით, მდიდარი ისტორიული წარსულით…

თეონა ნოზაძე
ფოტო: გიორგი დვალაშვილი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები