19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვატოლმა სტაფილოთი - ტრაპეზი

ტოლმა სტაფილოთი – ტრაპეზი

ტოლმა სტაფილოთისამარხვო რეცეპტები

მასალა:

1 ც. კომბოსტო;
500 გ ბრინჯი;
6 ს.კ. ზეთი;
3 ც. საშ. ზომის ხახვი;
2 კბილი ნიორი;
5 ც. სტაფილო;
მწვანილი (1 კონა ქინძი, 1 კონა ოხრახუში და 1 კონა კამა);
ტომატის წვენი;
პილპილი;
მარილი.

მომზადების წესი

ფარშის მომზადება: ბრინჯი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ მარილწყალში და გადავწუროთ. ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, მოხარშული, კანგაცლილი და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და წვრილად დაკეპილი მწვანილი. ყოველივე ეს ავურიოთ მოხარშულ ბირინჯთან ერთად და გავახვიოთ უკვე გამზადებულ მოთუთქულ კომბოსტოს ფოთლებში. მჭიდროდ ჩავალაგოთ ქვაბში, დავუმატოთ ტომატის წვენი (ან წყალი), ზეთი, მარილი და მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე.

სუფრაზე მიტანის წინ შეგვიძლია მოვასხათ სამარხვო მაიონეზი.

ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები