13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიხატები და ფრესკებიტიხვინ - ცივილის ღვთისმშობელი

ტიხვინ – ცივილის ღვთისმშობელი

26.06

1670 წელს, ოქტომბერში სტეფანე რაზინის ბანდა ყაზანის გუბერნიის ქალაქ ცივილზე თავდასასხმელად ემზადებოდა. ტიხვინ - ცივილის ღვთისმშობელი თავდასხმის წინა ღამეს ერთ ქვრივს იულიანა ვასილიევას ტიხვინის ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელიც ცივილის ტაძარში იდგა. ზეციურმა დედოფალმა უბრძანა, ალყაშემორტყმულნი განმტკიცებულიყვნენ, რადგან რაზინის ბანდა მისი მეოხებით ქალაქის აღებას ვერ შეძლებდა და რომ გადარჩენისათვის მადლობის ნიშნად მოსახლეობას მდინარეების ბოლშოი და მალოი ცივილის შუა, ქალაქის ახლოს, ჭაობისა და სტრელეცის ველს შორის, მონასტერი უნდა დაეარსებინა.

ქალაქი ვერ აიღეს და მოსახლეობამ მითითებულ ადგილას მონასტერი ააგო. ხოლო ტიხვინის ხატისგან ზუსტი ასლი გადაიღეს და მონასტერში დააბრძანეს.

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. +++ დიდება და ძალიან დიდი მადლობა სულ ყჰველაფრისთვის უფალსა და დედა ღვთისასა, ამინ!!!!!!! ამინ!!!!!!! ამინ!!!!!!! ++++

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები