“აუცილებელია თითოეულმა თქვენთაგანმა სულიერი მოძღვარი აირჩიოს, რწმენითა და ნდობით აღიჭურვოს, დაემორჩილოს, გაუმხილოს მავნე ჩვევები და ვნებები, გულითადად მიიღოს მისი სულიერი მკურნალობა, რაც თანდათანობით აღმოფხვრის სხეულში ფესვგადგმულ სიბილწესა და უზნეობას, ნასაზრდოებს ვნებათაღელვითა და თავაშვებული ცხოვრებით. ყურნი მიაპყარით სულიერ სწავლებას, შეისისხლხორცეთ თქვენი სულებისათვის სასარგებლო ქადაგება და ჩვენის ლოცვა-კურთხევითა და შენდობით თანაზიარექმენით იესო ქრისტეს, მას, ვინც უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამოისობით ციდან დაეშვა, ხორცნი შეისხნა და განკაცდა, რათა ადამიანებს, მის მსმენელებს გულში ცხოვრების სიტყვა, მაცხოვნებელი მარცვალი ჩაუნერგოს.
შეინანეთ, ძმანო, რამეთუ ვინც თუნდ მცირედ სინანულს არ აჩვენებს, არც იესო ქრისტე შეიწყნარებს და მეოხექმნება.”
წმ. გრიგოლ პალამა
