მთავარი » ქრისტიანობა

ტიპიკონი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.03.2018 | 1,897 ნახვა

ტიპიკონი მომდინარეობს ბერძნული ტვიპოსიდან და ნიშნავს – სახეს, მაგალითს. სიტყვა ტიპიკონი ათანასე დიდი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი; ცნობილია ორი სახის წესი: ტიპიკონი სამრევლო და სამონასტრო. საქართველოში მოქმედებდა ორნაირი სამრევლო წესი: იერუსალიმის ანუ ქრისტეს საფლავისა და კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის, ანუ დიდი ეკლესიისა.

სამონასტრო წესებიდან აღსანიშნავია სამი: საბა წმიდისა (პალესტინაში), სტულიტეს მონასტრისა (კონსტანტინოპოლი) და ათანასე დიდის ლავრისა (ათონის მთაზე); ტიპიკონი მღვდელთმსახურთა წიგნისა, რომელიც შეიცავს ღვთისმსახურების შესრულების წესებსა და მითითებებს, უძრავ და მოძრავ დღესასწაულთა განლაგების შესახებ, ამას ემატება დისციპლინური წესები მონაზონთათვის და სხვა.

ტიპიკონში მითითებულია დღესასწაულები, მარხვები, მსგეფსები მთელი წელიწადისათვის და ამათ გარდა, რამდენიმე წესი მონაზვნური ცხოვრებისა. ტიპიკონის მთავარი დანიშნულება კი მდგომარეობს შემდეგში: შეაერთოს თვენი პარაკლიტონთან, ან თვენი ტრიოდიონთან მწუხრისა და ცისკრის ღმრთისმსახურებებზე. სხვა მსახურებებს ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხება, როდესაც დღესასწაულისა თუ მარხვის მოთხოვნით ამ მსახურებათა წესი რომელიმე ნაწილში იცვლება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი