მთავარი » პოპულარული

თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღე 2012

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.10.2012 | 1,842 ნახვა

15 ოქტომბერი თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეა. თეთრი ჯოხი უსინათლო ადამიანის სიმბოლოა.

თეთრი ჯოხის დღე ამ დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “მარიანი”, “ვისოლი ჯგუფის” პარტნიორობითა და პოლონურ ფონდ “არი არის” დაფინანსებით, აწყობს საინფორმაციო კამპანიას. კამპანიის სლოგანია: შენ ქმნი უსაფრთხო გარემოს!

ღონისძიების ფარგლებში, 15 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან თამარაშვილის გამზირზე მდებარე “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურზე შესული ავტომობილების მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ქუჩაში თეთრი ჯოხით მომავალ უსინათლო ადამიანს ხედავენ და როგორ უნდა დაეხმარონ უსინათლო ადამიანს მანქანაში ჩაჯდომისას.

უსინათლო ადამიანი თეთრ ჯოხს დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის იყენებს. ის მას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის წინ არსებული ბარიერების შესახებ და საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ აუაროს გვერდი მათ.

საქართველოში 6000-ზე მეტი ზრდასრული უსინათლოა, მაგრამ ქუჩაში თეთრი ჯოხით მოსარგებლე ადამიანს იშვიათად შეხვდებით. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი საზოგადოების არაინფორმირებულობა და მოუმზადებლობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჭესთან მსხდომმა ადამიანებმა სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ თეთრი ჯოხის დანახვისას. სწორედ ამიტომ, თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეს, საინფორმაციო ბუკლეტები ავტომანქანის მძღოლებს დაურიგდებათ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, უსინათლოების შესახებ საზოგადოების ინფორმირება თეთრი ჯოხით მოსარგებლე ადამიანებს დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილებაში შეუწყობს ხელს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი