მთავარი » პოპულარული

ტექნიკური უნივერსიტეტი ანტინარკოტიკულ კამპანიაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.03.2012 | 1,407 ნახვა

საქართველოში მიმდინარე ანტინარკოტიკულ კამპანიაში უმაღლესი სასწავლებლები ერთვებიან. დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ანტინარკოტიკული აქცია, სიმბოლური სახელით – “sport VS drugs” გაიმართა.

ანტინარკოტიკული აქცია კამპანიის ფარგლებში, ერთმანეთის პარალელურად შეჯიბრი მხიარულ სტარტებში, ქუჩის ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ფრენბურთში და ნარდში გაიმართა. სტუდენტებში ანტინარკოტიკულ განწყობას აქტიურ პროპაგანდას სპეციალური წამყვანი უწევდა. აქციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი მონაწილეობდნენ.

ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებმა სანთლებით გააკეთეს წარწერა “sport wins”, ასევე გაიმართა გამარჯვებული სტუდენტების საზეიმო ვითარებაში დაჯილდოება, მათ ფასიანი საჩუქრები და პრიზები გადაეცათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან, თბილისის მერიასა და პროკურატურასთან ერთად, ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სამინიტროს მიერ განხორციელებული კომპლექსური პროექტების შედეგად, მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევები თითქმის აღმოიფხვრა. სამინისტრო ახალგაზრდებს შორის დანაშაულისა და ნარკომანიის პრევენციის მიზნით, მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი