მთავარიმთავარი თემაწმიდა დიდ-მოწამე თეოდორე ტირონი - ტროპარ - კონდაკი

წმიდა დიდ-მოწამე თეოდორე ტირონი – ტროპარ – კონდაკი

წმიდა დიდ-მოწამე თეოდორე ტირონი

ღვთივ-მონიჭებულსა მადლსა სასწაულთასა მიანიჭებ ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რომელნი სარწმუნოებით მოივლტიან შენდა, ქრისტეს მოწამეო მხნეო თეოდორე, რომლისა-თვისა შესხმით ესრეთ გიღაღადებთ: ტყვეთა გამოიხსნი და კურნებ უძლურთა, გლახაკთა განამდიდრებ და იხსნი განსაცდელთაგან; და მონათა ცუდსა ლტოლვასა აღვირ-ასხამ, და დაჰხსნი სიცბილსა მათსა, პარულსა განაცხადებ, და მპარავთა აბრკოლებ, და მხედართა აყენებ ტაცებისაგან; ყრმათა მიჰმადლებ თხოვათა მათთა, და მხურვალედ იღვწი და ხელთა აღუპყრობ ყოვლად-წმიდისა ხსენებისა შენისა მგალობელთა. მათ-თანა ჩვენცა, წმიდაო მოწამეო, შემსხმელთა ამათ შენთა და ვნებისა შენისა მადიდებელთა, გვითხოვე ქრისტეს ღვთისაგან დიდი წყალობა და გივხსენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და მოეც მშვიდობა სოფელსა და სიმტკიცე ეკლესიათა.

ტროპარი

დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.

კონდაკი

სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები