12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვათებერვლიდან სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყება

თებერვლიდან სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თებერვლიდან საგაზაფხულო სამუშაოების პროექტი აგრო ვადების დაცვით აღმოსავლეთი საქართველოდან დაიწყება, სასოფლო-სამეურნეო ბარათი კერძოდ, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონიდან.

ფერმერებისთვის განკუთვნილი სასოფლო–სამეურნეო ბარათების დაბეჭდვა შპს „კაბადონში“ უკვე მიმდინარეობს. ამ დროისთვის კახეთის და ქვემო ქართლის ბენეფიციარებისთვის 187.647 ბარათი უკვე დაბეჭდილია. სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება 3 თებერვლიდან მარნეულის, გარდაბნის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყება. სასოფლო-სამეურნეო ბეჭდვის პროცეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „მცირემიწიან ფერმერთან 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე დაესწრო.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ წელს 800 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ბარათი პროექტში ჩართულმა ყველა ფერმერმა დროულად მიიღოს. ორშაბათიდან, ბარათებს ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონის მოსახლეობა მიიღებს. რაც შეეხება ხვნას, მიწის სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მიზანი მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობაა. სახელმწიფო პროექტის ბენეფიციარებს ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოებში – ხვნის პროცესში ეხმარება.

პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. გამარჯობათ, მაღაზია მაქვს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ინფორმაცია სად მივიღო შემიძლია თუ არა ვაუჩერზე მუშაობა? მალდობა წინასწარ. e-mail: baramia.irakli@mail.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები