მთავარი » საზოგადოება

თეა წულუკიანი : „ID ბარათში არაფერი არ ზის“

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.02.2014 | 2,356 ნახვა

ID ბარათებთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ თავისი პოზიცია დააფიქსირა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა:

„გაკვირვებული ვარ საიდან ისმის ის სიცრუე თითქოსდა კოალიცია დაპირდა ამომრჩეველს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობები თეა წულუკიანი იქნებოდა გაუქმებული. არც კოალიციის და არც პირადად ჩემს წინასაარჩევნო ბუკლეტში, პლაკატზე ან რომელიმე სხვა დოკუმენტში, არ წერია რომ აიდი ბარათები გაუქმდებოდა, ეს არის სიცრუე.

რაც შეეხება გეგი ფოფხაძეს, ძნელია აღიქვა მისი პროტესტი სერიოზულად, რომ აუცილებელი არ არის რა?სად?როდის?–ში დაგისვათ შეკითხვა ადამიანმა, რომ მიხვდეთ რა ზის ID ბარათში, ID ბარათში არაფერი არ ზის. ამ დოკუმენტში და უფრო სწორად იმ მატარებელში, რომელიც ID ბარათში არის ინტეგრირებული ე.წ ჩიპი, მე მას ვუწოდე საკმაოდ „სულელი ბარათი“ . ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კიბერტექნოლოგიის დოკუმენტი. ეს საკმაოდ განუვითარებელი ბარათია, მასზე ეტევა ის, რაც ხილულად არის ბარათზე, გვარი, სახელი, მოქალაქეობა, ის, რომ იუსტიციის სამინისტრო გასცემს მას, დაბადების თარიღი, სქესი, დროშა, რუკა ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, ჯვარი, ფოტო და ხელმოწერა…

მაგრამ თუ ჩვენ წავალთ იმ გზით, რომ გავაუქმოთ ეს ბარათი ან დავუშვათ ის, რომ ლამინირებული ბარათები, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრს აქვს დახეული და არ იღებს ახალ ელექტრონულ პირადობას, ვადა გავუგრძელოთ, მაშინ ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ. მაგალითად გავაუქმოთ სამოქალაქო რეესტრში დაცული ყველა ის ბაზა, რაც არის გაცილებით მეტი ინფორმაციის შემცველი ჩვენზე. აქ დაცულია ინფორმაცია სად დაიბადეთ, ვინ არიან ჩვენი მშობლები, ვისზე დაქორწინდით, ვისზე განქორწინდით, რა ქონებას ვფლობთ და ასე შემდეგ. ასევე შსს–ში ცნობილია ჩვენი სისხლის ჯგუფი, რომელიც მიბმულია მართვის მოწმობაზე, ყველაფერი იცის ცივილიზებულმა სახელმწიფომ, თუ ჩვენ არ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო და მონაცემთა ბაზები მოქალაქეებზე მაშინ ბაზები გავაუქმოთ და ვთქვათ, რომ არ გვინდა სახელმწიფო, არ გვინდა სისტემა, გვინდა რაღაც ტიპის საზოგადოება, სადაც არის ანარქია”.

თეა წულუკიანის თქმით: “ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ უნდა შედგეს ბიომეტრიული საარჩევნო სია, რომ ერთხელ და სამუდამოდ არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაბედოს, რომ გააყალბოს არჩევნები. არ მოხდეს ის, რაც მოხდა ჩემი გადასახედიდან 2008 წლის იანვარში, როცა არჩევნები გაყალბდა და თბილისში ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა და შემდეგ პრეზიდენტი გახდა მეორე. ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული. ცრუა ინფორმაციაა, რომ 30% არის ამის წინააღმდეგი, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და 84% ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ელექტრონული პირადობის მოწმობა, 16% ამბობს რომ მას აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და აქედან 34% ამბობს, რომ აიღებს, თუ ის იქნება უფასო. გერმანიამ შემოიტანა, საფრანგეთს შემოაქვს დიზაინზე მუშაობენ და თანდათან მიდიან ქვეყნები იქითკენ, რომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას ჰქონდეს უსაფრთხო პირადობის მოწმობა. არ დაგვავიწყდეს რომ მისმა უწმინდესმა ბევრჯერ მოგვიწოდა ზომიერებისკენ, რომ არ ჩამოვრჩეთ პროგრესს და ტექნიკას და შევინარჩუნოთ ეროვნულობა,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მაკა says:

    სამწუხაროდ ვიღაც გაუგებარი ბესო-კესოს უფლებებს იცავს სახელმწიფო და მე,რომელსაც თუნდაც უბრალოდ ძველი პირადობა მირჩევნია,წულუკიანი არჩევანის უფლებას მართმევს.

  • ლაზარე says:

    ქ–ნო თეა, თქვენ სამწუხაროდ ბევრი სიცრუე თქვით:

    1. პირადად მაქვს მოსმენილი საარჩევნო საუბრებისას თქვენი გუნდის წევრებისაგან, რომ მოსვლისთანავე გააუქმებდით ჩიპიან ბარათებს!

    2. არავითარი ,,სულელი ბარათი” არ არის ეგ ჩიპი და საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციას იტევს., თუ დღეს თქვენ არ ჩაწერთ დამატებით ინფორმაციებს ჩვენზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაცულები ვართ და ხვალე ვინმე ხელისუფლებაში მოსულს არ მოუნდეს მაგის გაკეთება. (როგორც ცნობილია ამ ჩიპს აქვს 8 გიგაბაიტიანი მეხსიერება, ანუ მაგ მოცულობაში დაახლოებით 50 ტომიანი წიგნის ინფორმაციის ჩატევაა შესაძლებელი)!

    3. არავინ ითხოვს რაიმე მონაცემთა ბაზის და სახელმწიფოებრივი საჭიროების ინფორმაციის გაუქმებას, აქ ოსტატურად ცრუობთ ვითომ სახელმწიფოს შეუქმნით პრობლემებს, ალტერნატიული პირადობის მოწმობების გამოშვებით. თქვენი თქმით ამ შემთხვევაში ანარქია გველოდება!
    რატომღაც ასეთ ანარქიას ვერც ინგლისში ვხედავთ და ვერც დანარჩენ მსოფლიო წამყვან ქვეყნებში სადაც ჩვეულებრივი პირადობის მოწმობებით სარგებლობენ.

    4. არჩევნების გაყალბებაზე, თუ წავიდა საქმე ვერანაირი ჩიპიანი ბარათები ვერ გვიშველის რადგან, მთავარია როგორი განზრახვა აქვს ხელისუფლებას, თორემ სწორედაც მაგ ავადსახსენებელი ელექტრონული პირადობის მოწმობებითაა ყველაზე ადვილი არჩევნების გაყალბება! (ერთ საშუალო დონის ხაკერს შეუძლია პროგრამა გატეხოს და იქ პეტრესადმი მიცემული ხმები პავლეს ჯიბეში აღმოჩნდება, მით უმეტეს ხელისუფლებას ეგ არ გაუჭირდება, თუ კი მოუნდა).

    5. როგორც ზემოთ ყველა თქვენი ნათქვამი სიყალბე და სიცრუე აღმოჩნდა, ასევე თქვენს მიერ ჩატარებული ეგრეთწოდებული კვლევაც სიცრუეა, რადგან ინგა გრიგოლიას თოქშოუში დასმულმა კითხვამ სრულიად ნათლად გასცა პასუხი თქვენ სიცრუეს და საქვეყნოდ გამხილათ!!! (გავიხსენოთ, რომ გამოკითხულთა 80% არ უნდა ჩიპიანი ბარათები, მხოლოდ 17% მომხრე, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა, თქვენს მიერ დასახელებული პროცენტებისა).

    6. გთხოვთ უწმინდესის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე ნუ აკეთებთ აპელირებას, რადგან ეგ სიტყვები სულ სხვა კონტექსტშია ნათქვამი და თქვენ სხვა კონტექსტით იყენებთ!

    დასკვნა:

    1. ნათლად გამოჩნდა, რომ თქვენ ხართ დაინტერესებული მხარე, რომ საქართველოში უალტერნატივოდ ჩატარდეს ჯერ აიდიზაცია და ალბათ შემდეგ ჩიპიზაციაც.

    2. არ არის გამორიცხული თქვენი და ბატონი ალასანიას ფინანსური დაინტერესება ამ საკითხში, თორემ ასე ჯიუტად და უალტერნატივოდ ამ საკითხის ასეთი სიმძაფრით პედალირება, არა მგონია ჩვენი ერის ,,ნათელი” მომავლის მძაფრი სურვილიდან იყოს გამოწვეული.

    3. მე არ მინდა თქვენ ის სახელი გიწოდოთ რასაც იმსახურებთ, მაგრამ ხალხი ბრძენია ყველაფერს კარგად ხედავს და ამ ხიჭვიანი პრობლემის ასახვა და შედეგები, სამწუხაროდ სწორედ არჩევნების დროს გამოჩნდება.

    P.S. არ ვიცი ადრესატი წაიკითხავს თუ არა ამ კომენტარს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ,,ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი გაეცნობა და განსჯის საკითხად აქცევს ამ თემას. თორემ მალე დაიწყებს ხალხი მესამე პოლიტიკური ძალის ძიებას (ნაციონალები პოლიტიკურად გარდაიცვალნენ და ოცნებასაც მალე პოლიტიკური რყევები დაეწყებათ, თუ დროზე გონს არ მოეგნენ)!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი