მთავარი » ვიდეო

თბილისური აივნები (ვიდეო)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.01.2012 | 3,357 ნახვა

თბილისი, ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარე ქალაქი, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. უნიკალურმა გეოპოლიტიკურმა განლაგებამ, იმთავითვე განსაზღვრა მისი ისტორია და კოლორიტი.

ყოველმა ისტორიულმა ეპოქამ, თითოეულმა ეთნიკურმა ჯგუფმა, თავისი წარუშლელი კვალი დაამჩნია თბილისს, საქართველოს და ზოგადად ქართულ კულტურას.

ერთ სივრცეში მოქცეული აღმოსავლეთი და დასავლეთი, სრულიად განსხვავებულ კულტურათა თანაარსებობა, სწორედ ესაა რაც ასეთ ეგზოტიურობასა და უნუკალურობას ანიჭებს ამ ქალაქს.

თბილისური აივნები

თბილისური აივნებიც ამის ერთ-ერთი მაგალითია. აივანი ტრადიციული ქართული სახლის განუყოფელი ნაწილია. იგი გახსნილობის, სილაღის, თავისუფლების სიყვარულის გამომხატველია.

ევროპული სტილის გახსნილ აივნებზე გადაფენილი ჭრელი აზიური ხალიჩები, სხვადსახვა კულტურათა თავისუფალი შერწყმა, განუმეორებელ იდუმალებასა და ხიბლს მატებდა მრავალეროვან თბილისს.

თბილისის ძველ უბნებში საოცრად თვალწრმტაცი და მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი ძველი კარიბჭეებია შემორჩენილი, რომელიც უფრო მეტად მომხიბვლელსა და მიმზიდველ იერს აძლევს ამ ქალაქს.

ქალაქის ამ უნიკალურ დეტალებს მოფრთხილება და მოვლა ესაჭიროება თითოეული მოქალაქის მხრიდან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი