მთავარი » პოპულარული

“თბილისობა 2012” 6-7 ოქტომბერს გაიმართება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.10.2012 | 3,521 ნახვა

“თბილისობა” წელს 6-7 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისობა სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისის ძველ უბანში და მისი მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდება. ტრადიციულად მეიდანზე დაიდგმება საწნახელი, აბანოთუბანში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ხილისა და ჩაის ფესტივალები, ავტოშოუ, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ახალგაზრდა პოეტების საღამო და ლიტერატურული კონკურსი “გალას” დაჯილდოვება.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში საპატიო თბილისელებს ქალაქის მერი დააჯილდოვებს, რომლის პარალელურადაც, ზ.წერეთლის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ქართული სამკაულების ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.

ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულის საგანძურის ექსპონატების სამგანზომილებიანი ფოტო გამოფენა. საზეიმო ღონისძიებები ევროპის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი