20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიეკლესია-მონასტრებითბილისის წმ.ნიკოლოზის (ე.წ. სომხური სურბ-ნშანის) ეკლესია

თბილისის წმ.ნიკოლოზის (ე.წ. სომხური სურბ-ნშანის) ეკლესია

თბილისის წმ.ნიკლოზის სახელობის ქართული ტაძარი, ე.წ. სომხური სურბ-ნშანის ეკლესია მდებარეობს ერეკლე მეფის მოედნის ზემოთ, ვერცხლისა და სულთნიშნის ქუჩების გადაკვეთაზე. ტაძრის აშენების თარიღი ჯერჯერობით დაუდგენელია. სურბ-ნშანი საბჭოთა კავშირის ეპოქაში ეკლესიაში ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, რომელიც შემდეგ ხანძარმა იმსხვერპლა. ამჟამად წმ. ნიკოლოზის ქართული ტაძარი დაკეტილია, იგი სადავო ძეგლთა სიაშია შესული, რადგან მასზე სომხური მხარე აცხადებს პრეტენზიას.

ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს: “არს კუალად დაბალსა ციხესა შინა ეკლესია გუმბათიანი და აწ ცარიელი და სხუანი გუმბათიანნი არიან. გუმბათიანნი უპყრავთ სომეხთა. უგუმბათო აღაშენა კარის საყდრად დედოფალმან მარიამ. კუალად აღაშენა მეფემან ვახტანგ ორი გუმბათი, დედოფალმან როდამ აღაშენა ერთი უგუმბათო- კუალად უგუმბათო ოთხი აწ უპყრავთ სომეხთა” (“ქართლის ცხოვრება”).

ვახუშტის ამ ცნობას კომენტარს უკეთებს და აზუსტებს პლატონ იოსელიანი: სომხები თბილისში დაეპატრონენ შვიდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მათგან სამი გუმბათიანიაო. მითვისებული ეკლესიებიდან ცნობილი ყოფილა სამი. ერთ-ერთი მათგანია სურბ-ნშანი.

აქვე მიუთუთებს ქართველი ისტორიკოსი: სურბ-ნშანი, მასზე არსებული სომხური ეპიგრაფიკული წარწერის მიხედვით, ვახტანგ VI-ის მამის, ლეონის მეფობის დროს, 1701 წელს აშენდა.

თუმცა 1700-იან წლებზე გაცილებით ადრე ეს ეკლესია ქართული სალოცავი იყო, მაგრამ ძნელბედობის გამო სომეხთა ხელში გადავიდა. თუ რა მიზეზებით მოხდა ეს, ამის თქმა ძნელია, მაგრამ 1703 წლის სომხური ქტიტორული წარწერის მიხედვით, ტაძრის ახლად აშენებას შესდგომია ვინმე მელიქ კიორკი.
სურბ-ნშანი ადრე კი მელიქ კიორკის მამას-ასლმაზასა და პაპას – ამირას გარკვეული სამუშაო შეუსრულებიათ. ისინი მამასახლისები ყოფილან და თანამდებობის წყალობით არ გაუჭირდებოდათ უპატრონო ქართული ეკლესიის ხელში ჩაგდება. თუმცა გამორიცხული არ არის, კიდევ უფრო ადრე მომხდარიყო ტაძრის მითვისება.

როგორც ცნობილია ისტორიული წყაროებიდან, იმ უბანში, სადაც ე.წ. სურბ-ნშანის ეკლესია მდებარეობს, სამეფო სასახლეები და რეზიდენციები იყო განლაგებული, ხოლო წმ. ნიკოლოზის სახელობის ქართული ტაძარი მამასახლისის ეკლესიად იწოდებოდა. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მიისაკუთრა სომხურმა გრიგორიანულმა ეკლესიამ ეს ტაძარი, როდესაც თბილისის მამასახლისები სომხები იყვნენ .

სომხური საარქივო მასალიდან ჩანს, რომ ამ ეკლესიას 1624 წელს წმ.ნიკოლოზის სახელი ეწოდება, 1656 წელს კი მოხსენიებულია სურბ-ნშანად.

თბილისის ისტორიის საუკეთესო მცოდნე თ. კვირკველია წერს: “გადმოცემით, ადრე აქ მართლმადიდებელთა ეკლესია იდგა, დანგრევის შემდეგ იგი აღუდგენიათ სომეხ-გრიგორიანებს… ეკლესია თავისი ზომებითა და მაღლივი გუმბათით მკვეთრად გამოიყოფა ძველი თბილისის განაშენიანებაში. ეს ეკლესია ნახსენები აქვს შარდენს”.

აღნიშნული ცნობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქართული წმ. ნიკოლოზის ეკლესია სომხებს გადაუკეთებიათ სურბ-ნშანის ეკლესიად.

თბილისის წმ. ნიკოლოზის ( სურბ-ნშანის) ეკლესიის აშენების თარიღად სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია 1703 წელი. ზემოხსენებული სომხური საარქივო მასალიდან გამომდინარე, ეს ეკლესია 1624-1656 წლებში უკვე სომხურ ეკლესიად ფუნქციონირებდა, რაც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ 1703 წელს წმ. ნიკოლოზის ეკლესია კი არ აშენდა, არამედ საფუძვლიანად გადაკეთდა.

სურბ-ნშანი პერმანენტული შემოსევებისგან გაპარტახებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებს უცერემონიოდ დაეუფლნენ ლტოლვილი თუ ჩამოსახლებული სომხები. ეს ხდებოდა, უმრავლეს შემთხვევაში, არც თუ მისაღები ხერხებითა და გზებით.

სომხების შესახებ ცნობილი რუსი მეცნიერი ლ. ზაგურსკი აღნიშნავდა: “სომხებს აქვთ ჩვევა, ადვილად მიატოვონ თავიანთი სამშობლო და ხალისით დასახლდნენ ქვეყნებში, რომლებიც მათ მატერიალურ სარგებლობას ჰპირდება.
გადასახლებისთანავე ისინი აგებენ ეკლესიებს, რომელშიც ჩვეულბრივ განათავსებენ წინა სამშობლოდან წამოღებულ ძველებურ საეკლესიო წიგნებს. შემდეგ სახლდებიან ეკლესიების გარშემო,იძენენ უძრავ ქონებას, ხელში იგდებენ ვაჭრობას და მშვენივრად ეგუებიან ახალი ქვეყნის პირობებს. მათში კარგად განვითარებული თემური სულის წყალობით, აყალიბებენ მეტ-ნაკლებად იზოლირებულ თემს, რომელიც არ ასიმილირდება აბორიგენებთან და ინარჩუნებს თავისი ნაციონალური ხასიათის ძირითად თვისებებს. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ ქვეყანა, რომელშიც მნიშვნელოვანი რაოდენობით დამკვიდრდა ეს საქმიანი და კოლონიზატორული ხალხი, ნელ-ნელა ისეთ სახეს ღებულობს, თითქოს ის ოდითგანვე სომხებით იყოს დასახლებული.”

ამ მოვლენის შესახებ ილია ჭავჭავაძეც წერდა: “ბინას იკეთებენ იქ, სადაც არ ჰქონდათ. სურბ-ნშანი სწადიათ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა… ამ გუნდმა კარგად იცის, რომ საბუთი რაც გინდ მალო, დღესა თუ ხვალე გამომჟღავნდება და თავისას გაიტანს. საქმე საბუთების გაბათილებაა, ან წაშლა, ან ჩაფხეკ-ამოფხეკა, ან გადაკეთება სათავისოდ. არა ერთი მაგალიათია იმისა, რომ ცდილან, ნიშანი ქართველობისა დაუკარგონ ძველს შენობას, ტაძარს თუ მონასტერს, ამოფხიკონ ქვაზედ ნაწერი ქართული, ან წაშალონ, ან მთელი ნაჭერი ქვა შენობიდან ამოიღონ და მის მაგიერ სხვა ჩასვან სომხური წარწერითა.”

დღესდღეობით თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესია დაკეტილია. იგი სადავო ძეგლთა სიაშია, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სომხური გრიგორიანული ეკლესია ეცილება ამ ტაძრის დასაკუთრებაში. ამჟამად სურბ-ნშანის კვლევა მიმდინარეობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. თუმცა როგორც სააგენტოში განაცხადეს, მათ უფლება-მოვალეობაში არ შედის, ტაძარი მფლობელობაში გადასცენ რომელიმე რელიგიურ კომფესიას.

გამოყენებული მასალა: ბონდო არველაძე – “ეჯიმიაწინი თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესიის გადაცემას უპირობოდ მოითხოვს!”

მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები