19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობათბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძარი იკურთხა

თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძარი იკურთხა

მეუფე გრიგოლ კაცია 6 თებერვალს თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძარი იკურთხა. ტაძარში მობრძანდა აგარ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, რომელმაც აკურთხა ტაძარი. სადღესასწაული წირვის შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ტაძრის კურთხევის დღესასწაული მიულოცა.

“დიდი მადლი გადმოდის იმ დღეს, როცა ეს საიდუმლო სრულდება და ყველას გილოცავთ ამ დღეს, პირველ რიგში, მამებს – მამა დავითსა და მამა გიორგის. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის აღშენებაში, ვინც მამაოს ეხმარებოდა. როგორც პატრიარქი ამბობს: ვინც აკეთებს, თავის თავს უკეთებს და ვინც თავის სულს ეხმარებოდა, მას ვულოცავ.

მადლობა ღმერთს, ამდენი ტაძარი, მონასტერი, სალოცავებია აღდგენილი. მაგრამ უპირველესია, ჩვენი სულიერი ტაძარი აღვადგინოთ,” – ბრძანა მეუფე გრიგოლმა.

იხილეთ ქადაგება სრულად:

მეუფის ქადაგების შემდეგ მრევლს ტაძრის კურთხევა მიულოცა ტაძრის წინამძღვარმა – დეკანოზმა დავით დათუაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მეუფე გრიგოლს, რომელმაც სიყვარულითა და სიკეთით აღავსო ტაძარი.

“ჩვენ როდესაც ტაძრის საფუძველი ვაკურთხეთ, ვთქვით, რომ სიყვარულზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. საძირკვლად სიყვარული უნდა ჰქონოდა ამ ტაძარს და დღეს ეს აღსრულდა,” -აღნიშნა მამა დავითმა.

იხილეთ ქადაგება:

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები