მთავარიფოტორეპორტაჟითბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის კურთხევა (06.02.2015)

თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის კურთხევა (06.02.2015)

თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის კურთხევა

6 თებერვალს თბილისის მთავარანგელოზთა ტაძარი იკურთხა. ტაძარში აგარ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მობრძანდა და აკურთხა ტაძარი.

თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესია გლდანის V-VI მ/რ შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა.

ეკლესიის მშენებლობას სათავეში უდგას დეკანოზი დავითი (დათუაშვილი).

პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარმა, როგორც მშენებარე ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.

2011 წლის 25 დეკემბერს ტაძარში პირველი წირვა აღევლინა.

ფოტო: გიორგი გილაური

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები