ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის კურთხევა მიმდინარეობს.
ლოცვით, ნაკურთხი წყლის სხურებითა და ჯვარ-ხატებით მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილებით ოთხი მიმართულებიდან ერთდროულად დაიწყო: ვაკიდან, ვაჟა-ფშაველადან, კინოთეატრ “საქართველოდან” და ასევე ქინძმარაულის ქუჩიდან (წმ. ბარბარეს სახელობის (ქვედა) ეკლესიიდან).
მსვლელობებს სასულიერო პირები მიუძღვიან და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.
მომლოცველებს გზად მოსახლეობა ეგებება და მათ უერთდებიან.
ვაკის, საბურთალოსა და დიდუბის მხრიდან მსვლელობებში მონაწილენი გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მეტეხის ხიდისკენ მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება. ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე კი, 18.00 საათზე, მსვლელობას მეოთხე ნაკადი შეუერთდება და საზეიმო პარაკლისი შესრულდება.
დედაქალაქის კურთხევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს

კარგი იქნებოდა რომ სრულიად საქართველოს მართლმადიდებლები შევკრებილიყავით და სრულიად საქართველო შემოგვევლო ლოცვით