მთავარისაზოგადოებათბილისის ციხე - სიმაგრე

თბილისის ციხე – სიმაგრე

“კულტურის ძეგლის დაცვითი ზონის შიგნით გადაგეგმარება დაუშვებელია…”

სოლოლაკის აღმოსავლეთ ქედზე მდებარე თბილისის უძველესი ციხესიმაგრე მე-4 საუკუნეში დაფუძნდა.

“სახელწოდება ნარიყალა პირველად XVIII აუკუნეში გაჩნდა (მონღოლურად “ნარინ” – მცირე, “ყალა” – ციხე), მანამდე მას კალას ციხეს უწოდებდნენ.

თბილისის ციხე

VI საუკუნიდან მოყოლებული კალას ციხე ქართლის ახალი დედაქალაქის -თბილისის უმნიშვნელოვანეს სათავდაცვო ნაგებობასა და სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა.
უცხოელების მიერ ბევრჯერ დაპყრობილი ციტადელი გამოხსნის შემდეგ ქართველებმა არაერთხელ აღადგინეს.

ამჟამად მიმდინარეობს ძირფესვიანი გადაგეგმარება, რაც კულტურის ძეგლის დაცვითი ზონის შიგნით დაუშვებელია.

თბილისის ციხე არქეოლოგიურად დღემდე თითქმის შეუსწავლელია და წარმოადგენს: 1. მაღლა ციხეს, 2. ზემო ციხესიმაგრეს, 3. ქვემო ციხესიმაგრეს.

ქვემო ციხესიმაგრე მოიცავს სამონასტრო კომპლექსს: ა. წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს მონასტერს საღვთისმეტყველო სასწავლებლით.
ბ. ციხის წმიდა დიდმოწამე გიორგის ეკლესიას (ძველი წმიდა ნიკოლოზი).
გ. ორმოცთა მოწამეთა ეკლესიას.

თბილისის ციხის ქვედა ნაწილშია საქართველოს მეფეთა სასახლეთა სტრატეგიული მნიშვნელობის კარიბჭეები, მეფე ერეკლე II-ისა და მისი დის – ანა ბაგრატიონის კუთვნილი სამკურნალო, ბუნებრივი ცხელი წყლის აბანოთა ნაშთები, რომელთაც თბილისის ქალაქთგეგმარებაში პირველხარისხოვანი შეუფასებელი ღირებულება აქვთ.

ამჟამად მიმდინარეობს ძირფესვიანი გადაგეგმარება, რაც კულტურის ძეგლის დაცვითი ზონის შიგნით დაუშვებელია.

საქართველოს ხუროთმოძღვრების დღემდე მოქმედი და არქიტექტურული ხელოვნების საერთაშორისო კანონებით იკრძალება კულტურის ძეგლის გადაკეთება გეგმარებისას.

აუცილებელია ძველი გეგმის ელემენტთა შენარჩუნება ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით.
ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე უნდა იკრძალებოდეს ნებისმიერი, ახალი ტიპის მშენებლობა, ხოლო კეთილმოწყობითი სამუშაოები მხოლოდ რესტავრაციის კონტექსტით შეიძლება მიმდინარეობდეს.

თბილისის ციხესიმაგრის რესტავრაციის დასაწყებად, აუცილებელია მოხდეს მისი გამოყოფა დაცვითი ზონით გარშემო განაშენიანებისაგან და იმავე დროს შეთანხმება-ადაპტირება გარემო განაშენიანებასთან.

თბილისის ციხის დაცვითი ზონის ტერიტორიაზე (დაცვითი ზონა წარმოადგენს გალავნიდან ოთხივე მხარეს 50 მეტრს, ხოლო ლანდშაფტის ზონა – 300-500 მეტრს) არ უნდა მოეწყოს სატრანსპორტო გზები და სადგომები, რაც ცვლის ისტორიულ გეგმარებას, სტრუქტურას ამ ნაწილისას, ხოლო დროებითი ნაგებობების(ავტოფარეხი, ჯიხურები, სამრეცხაო და ა.შ.). მშენებლობა ციხის შიდა ტერიტორიაზე მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული.

გეგმარების, კეთილმოწყობისა და რესტავრაციის მთავარი მიზანი ხომ კულტურის ნიმუშის მაქსიმალური გამოვლენაა, როგორც საუნჯის!

ქალაქთგეგმარების ძირითად პროექტში უნდა იყოს ჩართული ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუში – თბილისის ციხე თავისი დაცვითი ზონით.

დაცვითი ზონის გარშემო წარმოებული მშენებლობა გამოიწვევს კულტურის ხელთუქმნელი ძეგლის განადგურებას.

ქეთი ჭელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები