თბილისში, გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში, ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება. 160 000 ძირი “ვიოლა პენსი” უკვე დაირგო რუსთაველის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვარკეთილის მასივში და განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადის ქოთნები.

გამწვანების სამუშაოები, ამჟამად, მიმდინარეობს სააკაძის მოედანზე, დიღმის მასივში, “ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმდებარედ და ორთაჭალაში – გულიას მოედანზე. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ნოემბრის ბოლომდე ექვსი სხვადასხვა ფერის 500 000 ძირ “ვიოლას” დარგავს.
ფოტოები აღებულია – თბილისის მერია / Tbilisi City Hall – ის Facebook გვერდიდან.
