მთავარიკულტურა"თბილისი 2015"

“თბილისი 2015”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი 2015” გახსნილად გამოაცხადა.

სპორტსმენებს მიმართა ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა. მისი თქმით, თბილის 2015საორგანიზაციო კომიტეტმა ძალიან ბევრი იშრომა და ამაყები არიან იმით, რომ ეს ყველაფერი შეძლეს.

“ჩვენ ოცნება ვაქციეთ რეალობად. ჩვენ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. 11 სპორტული არენიდან 7 სპორტული არენა სწორედ ამ ფესტივალისთვის აშენდა. ოლიმპიური სოფელი კი სწორედ თქვენთვის აშენდა, ძვირფასო სპორტსმენებო. თქვენ გამორჩეულები ხართ, თქვენმა სიყვარულმა და თავდადებამ სპორტის მიმართ განაპირობა ის, რომ თქვენ აქ ხართ, ეს თქვენი ზეიმია. თქვენი მონაწილეობა უკვე ისტორიაა მომავალი თაობისთვის, თქვენთვის კი დიდი ნაბიჯია მომავლისკენ”, – განაცხადა ახვედიანმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდეტს, თბილისის მერს, სპორტის მინისტრს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ორგანიზებაში.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა კი განაცხადა, რომ ამ დღეებში ევროპის ახალგაზრდობა გაანათებს თბილისს და თამაშების შემდეგ თბილისს ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა დარჩება.

“ეს თამაშები საქართველოს სპორტის მდგრადი განვითარების პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია. უფრო მეტიც, სტიქიის შემდეგ, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს თბილისს. სპორტი იმედისმომცემია ნებისმიერ რთულ ვითარებაში და ევროპის მთელი ოლიმპიური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას”, -განაცხადა პატრიკ ჰიკმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები