მთავარი » პოპულარული

ტარიელ ხარხელაურის 65 წლის იუბილე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.12.2011 | 5,013 ნახვა

მიწისა და ლექსის კაცი – ასე უწოდებენ პოეტ ტარიელ ხარხელაურს, რომელსაც წელს 65 წელი შეუსრულდა. საიუბილეო საღამოს სამების ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა. ტარიელ ხარხერაული 16 დეკემბერი ამ საღამოსთვის შემთხვევით არ შეურჩევიათ. ამ დღეს პოეტის შვილი, ბექა ხარხელაური დაიბადა, რომლის გარდაცვალებაც ტარიელ ხარხელაურის ცხოვრების უდიდეს ტრაგედიას წარმოადგენს.

პოეტის საიუბილეო საღამო მისმა შვილიშვილმა ბაბუის ლექსით გახსნა. გამომსვლელებმა, რომლებიც ყველა ასაკის წარმომადგენლები იყვნენ, ტარიელ ხარხელაურის, როგორც დიდი პიროვნებისა და შემოქმედის შესახებ ისაუბრეს და მისი ლექსებიც წაიკითხეს. პოეტი ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა მეუფე თადეოზმაც დალოცა. “ეს არის მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უდიდესი პოეტი. თუ ვინმეს აღარ ახსოვს ვაჟა-ფშაველას ლექსი, ტარიელის ლექსი არის მისი ბადალი” – აღნიშნა მეუფე თადეოზმა.

საღამოზე ანსამბლმა “ინანამ” რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის ტარიელ ხარხელაურის ლექსზე შექმნილი ყველასთვის კარგად ცნობილი სიმღერის “შენ ჩემო დიდო ტკივილო” ახალი ვერსია.

ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარს და ყველას უყვარს – ეს სიტყვები არაერთხელ გაისმა ტარიელ ხარხელაურის მისამართით. პოეტმა კი ბევრი საუბრის ნაცვლად შეკრებილ საზოგადოებას მადლობა საკუთარი ლექსებით გადაუხადა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით თებერვალში პოეტის ახალი ლექსების კრებული გამოიცემა.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი