21 ივლისი 2024, კვირა
მთავარისაზოგადოებაქამრის ესკიზი, რომელშიც ესკიზთან ერთად წარმოდგენილია ინფორმაცია თამარ მეფის ქამრის არსებობის შესახებ

ქამრის ესკიზი, რომელშიც ესკიზთან ერთად წარმოდგენილია ინფორმაცია თამარ მეფის ქამრის არსებობის შესახებ

ეროვნული არქივი აქვეყნებს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს – ქამრის ესკიზს, რომელშიც, ესკიზთან ერთად, წარმოდგენილია ინფორმაცია თამარ მეფის ქამრის არსებობის შესახებ.

ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია

ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, ეროვნულმა არქივმა საგანგებო კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც მოძიებულ იქნა ესკიზით დამზადებული ქამრის ბალთა და დადგინდა „თამარ მეფის ქამართან“ დაკავშირებული გარკვეული დეტალები.

კერძოდ, ესკიზზე არსებული წარწერის მიხედვით, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს სვანეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნი იქნა განძი, რომელშიც იყო „თამარ მეფის ქამარი“; შუაში ბაგრატოვანთა სამეფო გვირგვინის გამოსახულებით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, მასიური მოოქრული ვერცხლისგან დამზადებული.

1896 წლის 12 აგვისტოს ქამრის აღწერა გააკეთა ციცინო დადიანმა და „თამარის ქამრის“ საფუძველზე შეადგინა (ან შეადგენინა) ახალი, საკუთარი ქამრის ესკიზი (სწორედ ის ესკიზი, რომელიც არქივში ინახება). ესკიზის საფუძველზე დამზადებული ქამრის ბალთა მას 1933 წლამდე ჰქონდა, ხოლო შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმს ჩააბარა, სადაც დღემდე ინახება. ქამრის ორიგინალის ბედი კი აქამდე გაურკვეველია.

ესკიზზე გამოსახული ქამრის ბალთის მფლობელი ციცინო დადიანი ბესარიონ დადიანის ასული და ვარლამ ერისთავის მეუღლე იყო. მას ღრმა მოხუცობამდე უცხოვრია და ანა კალანდაძის კარგი ნაცნობი ყოფილა, სწორედ მას ეძღვნება ანა კალანდაძის ერთ-ერთი ადრეული ლექსი.

სავარაუდოდ, 1933 წლისათვის ციცინო დადიანი მძიმე მდგომარეობაში იყო: ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმისათვის მის მიერ ჩაბარებული ქამრის ბალთას 5 ძვირფასი თვალი აკლია და საკმაოდ დაზიანებულია.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები