20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიკონკურსითაკო გელაშვილი - "ჩემი სკოლა" - თელავის მე-2 საჯარო სკოლა

თაკო გელაშვილი – “ჩემი სკოლა” – თელავის მე-2 საჯარო სკოლა

თაკო გელაშვილიმე ვარ თაკო გელაშვილი, მე-9 კლასის მოსწავლე. ვსწავლობ თელავის მე-2 საჯარო სკოლაში, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს.

ჩემი სკოლა პატარაა, მაგრამ საჭირო. იგი 100 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ ვითარდება და უფრო და უფრო წარმატებული ხდება.

სკოლის წარმატება ბევრადაა დამოკიდებული სახელმწიფოზე, სკოლის ადმინისტრაციაზე და კვალიფიციურ პედაგოგებზე.
აქ მოსვლამდე სხვა სკოლაშიც ვსწავლობდი, მაგრამ აქედან გადასვლაზე არასოდეს მიფიქრია, არც ვფიქრობ და ალბათ არც ვიფიქრებ.

სკოლა ახალგაზრდობას უნდა აძლევდეს საფუძვლიან ცოდნას, უყალიბებდეს სწორ ხედვას, თეთრის და შავის გარჩევის უნარს.

სკოლაში თორმეტი წლის მანძილზე, სწავლის შემდეგ, მოსწავლეები იმ დონეზე უნდა განვითარდნენ და აზროვნებდნენ, რომ ვერავინ შეძლოს მათი შრომის და ინტელექტის “ექსპლუატაცია”.

თელავის სკოლა

სკოლის დადებით მხარედ მიმაჩნია მისი ხელსაყრელი და უსაფრთხო მდებარეობა, გამწვანება, ნაცნობი და თბილი საზოგადოება.

ჩემი სკოლა ჩემი მეორე სახლია, სადაც ვიზრდები, ვიხვეწები, ვსწავლობ და ვემზადები ცხოვრების ასპარეზზე გასასვლელად.

სკოლაში სასიამოვნო საგანმანათლებლო გარემოა. გვაქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კაბინეტი, სპორტული დარბაზი და კაბინეტ-ლაბორატორიები.

მომწონს, რომ აქ ტარდება უამრავი ღონისძიება: კონფერენციები, ოლიმპიადები, სასწავლო ექსკურსიები. თელავის სკოლა ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სულ ახლახანს მიიღეს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და მიიღეს კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის წოდებები. გვაქვს კიდევ მრავალი წარმატება.

სკოლაში არის შემოქმედებითი გარემო. აქ მასწავლებელიც და მოსწავლეებიც ერთად ვქმნით გარემოს გულით, გონებით და ქმედებით. მაგრამ, რა თქმა უნდა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. ოცნებები და იდეები ყველას გვაქვს, ვცდილობთ ჩვენი სურვილები შესაძლებლობებს შეესაბამებოდეს და რეალური იყოს.

თელავის სკოლა

შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სკოლის ყველაზე მწვავე პრობლემას – სანიტარიას მოვაგვარებდი. ასევე კარგი იქნება, თუ სასკოლო ინვენტარი შეიცვლება. სკოლის ექსტერიერიც საკმაოდ მოძველებული და ულამაზო გახდა. კარგი იქნება, თუ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის კაბინეტებში საჭირო დანადგარებს და მოდელებს შემოიტანენ. ასევე თუ ხელოვნების და ქართულის კაბინეტები უფრო კეთილმოწყობილი გახდებოდა.

სკოლაში მინდა ტარდებოდეს სახალისო გაკვეთილები, სადაც მოხდებოდა ჩვენი განტვირთვა…
მინდა ასევე იყოს მომავლის კლასიც, ისე როგორც თბილისის ზოგიერთ სკოლაშია.

სულ ეს იყო. იმედია, ჩემი სურვილები რეალისტურია და შესაძლებლობებს არ აღემატება და მათი შესრულებით ყველა კმაყოფილი დარჩება.

თაკო გელაშვილი
თელავის მე-2 საჯარო სკოლა

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები