მთავარი » Archive by Tags

Articles tagged with: ღვთისმშობელი

გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (06.05.2013)

06.05.2013 – 14:49 | 2,216 ნახვა

გიორგობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ:
„ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!“
უწმიდესმა მადლობა შესწირა უფალს წყალობის, მოთმინებისა და სიყვარულისათვის.
პატრიარქმა სრულიად საქართველოს მიულოცა გიორგობა, განსაკუთრებით კი …

ყაზან-ვიშენის ღვთისმშობელი

03.07.2012 – 22:35 | 3,120 ნახვა

ტამბოვის ეპარქიის, ვიშენის უდაბნოს მთავარ სიწმინდეს ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი წარმოადგენს.
ყაზან-ვიშენის ღვთისმშობლის ხატის შესახებ არსებობს გადმოცემა: 1812 წელს მოსკოვის ერთ-ერთი მონასტრის მონაზონმა მიროპია დანკოვამ, რომელიც მოსკოვზე შემოსეული ფრანგებისგან მოსალოდნელ განსაცდელს გაურბოდა, გადაწყვიტა, ტამბოვის ამაღლების …

მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა იწყება

16.04.2012 – 16:03 | 3,510 ნახვა

17 აპრილს, 18:00 სთ.-ზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით დაგეგმილია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული პარაკლისის გადახდა.
ფონდი “ივერიისას” ინფორმაციით, ამ …

ხატი ღვთისმშობლისა “ცხოველსმყოფელი წყარო”

14.04.2012 – 15:15 | 6,280 ნახვა

ხსენება – ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს
აღდგომის პირველი კვირის პარასკევს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის განახლების დღესასწაული აღინიშნება. მას ცხოველსმყოფელი წყარო ეწოდება და ლეონ I-ის მიერ V ს-შია დაარსებული. აქ ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრების ხეივანი და საუცხოო წყარო …

მურომის ღვთისმშობლის ხატი

23.03.2011 – 18:48 | 1,977 ნახვა

(12.04)
მურომის ღვთისმშობლის ხატი – მურომში კიევიდან ჩამოაბრძანა ამ ადგილის განმანათლებელმა წმინდა კონსტანტინემ. რომელიც არწმუნებდა კერპთაყვანისმცემლებს რომ მიეღოთ ქრისტიანობა. განრისხებულმა ხალხმა განიზრახა მაისი მოკვლა თუმცაღა ღვთისმშობლის ხატის ტკბილმა სახემ მოალბო მათი გულები. ამის შემდეგ მათ შეცვალეს …

ხოლმის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

14.01.2011 – 18:55 | 2,456 ნახვა

(8 სექტემბერი)
ხოლმში ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფებოდა. გადმოცემის მიხედვით, რომელიც ეპისკოპოს იაკობის მიერაა ჩაწერილი, წმიდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი სხვა ხატებთან ერთად კონსტანტინეპოლიდან წმიდა მოციქულთასწორმა მთავარმა – ვლადიმირმა, წმიდა ნათლისღების შემდეგ, კონსტანტინეპოლიდან ჩამოაბრძანა. …

ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა “შეუწველი მაყვალი”

14.12.2010 – 09:57 | 11,131 ნახვა

სასწაულთმოქმედი ხატი მოსკოვში, ხამოვნიკზე მდებარე შეუწველი მაყვალის სახელობის ეკლესიაში იმყოფება. ღვთისმშობელს ხშირად უწოდებენ შეუწველ მაყვალს და მას ცეცხლოვანი ნათლით განათებულს გამოსახავენ. ღვთისმშობლის წინასახე მოსე წინასწარმეტყველმა იხილა მაყვალში, რომელიც ენთო და არ იწვოდა. მაყვალი ანთია და …

ხატი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა “სმოლენსკის ოდიგიტრია”

30.11.2010 – 06:50 | 3,327 ნახვა

(ხსენება – 28 (10.08) ივლისი)
სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემის მიხედვით, წმინდა ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი. მისი სიძველის შესახებ რუსეთში სხვადასხვაგვარი ვერსიები არსებობს. ერთნი ამბობენ, რომ ამ ხატით, რუსეთისკენ მიმავალი გზა დაულოცეს ბერძენი იმპერატორის ბასილის დას და …

სამხელა ღვთისმშობელი

24.09.2010 – 17:25 | 14,610 ნახვა

VIII საუკუნეში, როცა ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობა მძვინვარებდა და ხატებს ანადგურებდნენ, დამასკელმა ქრისტიანმა იოანემ, რომელიც ხალიფის კარის დიდმოხელე იყო, წმინდა ხატების დასაცავად რამდენიმე წერილი გაგზავნა ბიზანტიაში. წერილი ხატმებრძოლებს ჩაუვარდათ ხელთ, მათ კალიგრაფებს იოანეს ხელწერით შეადგენინეს წერილი, …

კიკოსის ღვთისმშობელი

05.10.2009 – 11:03 | 10,082 ნახვა

კიკოსის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სასწაულთმოქმედია.
კიკოსის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალი ლუკა მახარებელმა დაწერა და ამჟამად კვიპროსზეა.მისი ასლი კი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარშია. ხატთან ერთად ქამრის ასლიც დამზადდა, რომელზეც ქალწული მარიამი და მთავარანგელოზია გამოსახული. კიკოსის ღვთისმშობლოს შემწეობით …