მთავარი » Archive by Tags

Articles tagged with: აკაკი წერეთლის შობა

შობა – აკაკი წერეთელი

06.01.2015 – 00:01 | 3,584 ნახვა

აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი “სჯულის ცნობისა”,
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
გაჰკვირდენ ვარკვლავთ მრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება…
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.
ჰფიქრობდნენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვნენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდნენ ქებათ-ქებასა.