შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება. მართლმადიდებელ ქრისტიანს შვიდჯერ ეცხება წითელ ღვინოში არეული ზეთი მღვდლების მიერ. მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის. ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება. ზეთის კურთხევისას, ეკლესიის ერთობლივი ლოცვისა და სნეულის ნაკურთხი ზეთითა და ღვინით ცხებისას, ავადმყოფ ქრისტიანზე საღმრთო მადლი გადმოდის, რომელსაც მისი ფიზიკური და სულიერი სნეულებების განკურნება შეუძლია. ზეთის კურთხევა უკავშირდება სინანულის საიდუმლოს. შვიდგზის ზეთის ცხება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს აღსარება ჩაბარებული.
ზეთისცხების საიდუმლოს მნიშვნელობაზე “ამბიონს” ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი, მამა ღვთისო (შალიკაშვილი) ესაუბრა.
რა დანიშნულება აქვს შვიდგზის ზეთისცხებას?
შვიდგზის ზეთისცხებას სამკურნალო თვისება აქვს. მძიმე ავადმყოფობის დროს, მოძღვრის გადაწყვეტილებით, ზეთის კურთხევის საიდუმლო აღესრულება, რათა შვიდჯერ ეცხოს ავადმყოფს. სნეულის განკურნება უფლის ძალით ხდება. ეს ღვთის საიდუმლოა.
რატომ სრულდება დიდ მარხვაში ზეთის კურთხევა?
ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულ ლოცვაშია და საერო ცხოვრებიდან გადასულია ეკლესიურ ცხოვრებაში.
რა ლოცვები იკითხება ზეთის კურთხევის დროს?
ამ დროს იკითხება შვიდი სახარება, შვიდი სამოციქულო, რა თქმა უნდა, სხვა ლოცვებთან ერთად. ზეთის კურთხევა ტაძარში მაშინ ტარდება, როცა მეტი თავისუფალი დროა, რადგან ხალხი არ დარჩეს ზეთის ცხების გარეშე. ლოცვების მოსმენის შემდეგ უკვე იწყება შვიდგზის ზეთისცხება.
რა ადგილებზე ხდება ზეთის ცხება?
შუბლზე, ნიკაპზე, თვალებზე, ყურებზე, ხელებზე, ლოყებსა და ყელზე. ასევე, მტკივნეულ ადგილზე, რადგან შვიდგზის ზეთისცხებას სამკურნალო თვისება გააჩნია.
თეა სულაბერიძე

შვიდგზის ზეთისცხებას ნამდვილად სამკურნალო თვისება გააჩნია , სხეულისაც და სულისაც და ამას რეალურად ვგრძნობ.
შემიძლია თუ არა რამდენიმე ეკლესიაში ვიცხო ზეთი? გთხოვთ მიპასუხოთ
ქრისტინე , პირადად მე 3 ეკლესიაში ვიცხე წინა წელს და ამის ნებართვა არავისგან არ მითხოვია ( ზოგი მღვდელი გეტყვის კი-ს და ზოგი გეტყვის ერთიც გეყოფაო)) რა აზრი აქვს აკრძალვას , დაფიქრდი დაიკო . იცხე რამდენჯერაც შენ გაგიხარდება სადაც შენ გაგიხარდება .. მადლი ზედმეტი არასოდეს არის , პირიქით , რაც უფრო მეტია , – მით უკეთესია ;)
რამდენადაც ვიცი წელიწადში ერთხელ უნდა იცხოს ადამიანმა შვიდგზის ზეთი, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ტაძრები შვიდ გზის ზეთისცხებას ორჯერ ატარებენ, იმ შემთხვევაში თუ პირველ ცხებაზე ადამიანმა ვერ მოახერხა და ვერ იცხო ეძლევა საშუალება რამოდენიმე ხანში მეორედ ჩატარებულ ცხებაზე მაინც იცხოს.
ჩვენი ტაძარი ……
რას წერთ თქვენ თვითონ არ იცით თქვენც ცოდვას ჩადიხართ და სხვასაც ცოდვაში აგდებთ მერე იტყვით არ ცოდნა არ ცოდვააო.რაც არ იცით იმას ნუ ასწავლით ვინაც იცის იმას ჰკითხეთ ამისთვის არსებობს ეკლესია და მოძღვარი.ვინც მარხულობს და აღსარება აქვს ჩაბარებული მოძღვრიდან უნდა აიგოს ლოცვა კურთხევა და მერე იცხოს.
იცხება მხოლოდ წელიწადში ერთხელ მხოლოდ.და არა წელიწადში რამდენჯერმე.
როგორ დავიბანოთ სახე 7 გზისზეთის ცხების შემდეგ?
გამარჯობათ… როდისაა უახლოეს დროს 7 გზის ზეთისცხება და რომელ ტაძარში..