მთავარი » კულტურა

სვეტიცხოვლის ტაძრის გრაფიკული დოკუმენტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.04.2012 | 3,028 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და იუნესკოს თანადაფინანსებით სვეტიცხოვლის ტაძრის გრაფიკული დოკუმენტაცია პირველად შეიქმნა. სვეტიცხოველი ძეგლის ციფრული კვლევისას ტაძრის მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტიუკური სურათი და დღემდე არსებულ დოკუმენეტებისგან განსხვავებული საინტერესო და უცნობი დეტალები გამოვლინდა.

ახლი თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი გრაფიკული დოკუმენტაცია – ტაძრის ციფრული ანაზომები, ინტერიერისა და ექსტერიერის დაზიანებების ზუსტი იდენტიფიკაცია-შეფასება – სვეტიცხოვლის კონსერვაციის დაგეგმვის, ძეგლზე ჩასატარებელი პრიორიტეტული ეტაპების განსაზღვრისა და კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მუშაობას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კონსერვაცია-რესტავრაციის მიმართულებით. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კონსერვაცია-რესტავრაციის იტალიელი სპეციალისტებისა და ინჟინრების ვიზიტი, რომლებიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ახალ დოკუმენტებზე დაყრდნობით, სვეტიცხოვლის გამაგრებით-სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს წარმართავენ.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 1994 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ირიცხება, ტაძრის კვლევა-დოკუმენტირებასა და კონსერვაცია-რესტავრაციას ხანგრძლივი ისტორია აქვს.

2010 წელს იუნესკოს 35-ე გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა 2010-2011 წლებში სვეტიცხოვლის აღმშენებლობის 1000 წლის იუბილეს იუნესკოს ეგიდით აღნიშვნის წინადადება და გამოყო თანადაფინანსება სააგენტოს მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული პროექტის განსახორციელებლად.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი