19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობასვეტიცხოვლიდან სამი ჯვარი გადააბრძანეს

სვეტიცხოვლიდან სამი ჯვარი გადააბრძანეს

4 მაისს სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვართაღმართების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღევლინა. სვეტიცხოვლიდან მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სასულიერო პირებმა და მრევლმა სამი ჯვარი გადააბრძანეს. ამ მიზნით პატრიარქმა ჯვრები სვეტიცხოველში ხარების დღესაწაულზე აკურთხა.

სვეტიცხოველი

წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ ბესარიონ მენაბდეს თქმით, ჯვართაღმართების დღესასწაული პირველია მცხეთაში, მას შემდეგ რა კათოლიკოს-პატრიარქმა სტატუსი აღუდგინა დედაქალაქ მცხეთას და ამიერიდან იგი იწოდება წმიდა დედაქალაქ მცხეთად.

დეკანოზის განმარტებით, ჯვართაღმართება მირიან მეფის მიერ არის დაწესებული, უძველესი დღესასწაულია და მისი არსი ისაა, რომ სამი ჯვარი სვეტიცხოვლიდან მიემერთება სამი მიმართულებით, მაშინდელი ზეციური სასწაულის მიხედვით, ესენია მცხეთის ჯვარი, თხოთისა და უჯარმის ტაძრები.

დეკანოზ ბესარიონის თქმით, შარშან გადაბრძანებული სამი ჯვარი, რომლებმაც ეს წმიდა გზა გაიარეს, პატრიარქის კურთხევით, სამ სხვადასხვა რეგიონში გადაბრძანდება და ეს ასე გაგრძელდება, სანამ მთელი საქართველო არ იქნება მოცული ამ წმიდა ჯვრებით.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები