მთავარიჯანმრთელობასურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას წყლის გამოყენებისას გარკვეული წესების დაცვას ურჩევს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას წყლის გამოყენებისას გარკვეული წესების დაცვას ურჩევს

“სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, გრძელდება წყლის სინჯების კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, წყალი
სტიქიის შედეგად დაზარალებულ წერტილებში. დღეისათვის კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” (GWP) ერთობლივად და მისი კვლევის პარალელურად ხორციელდება სასმელი წყლის 48 სინჯის ლაბორატორიული კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წყნეთის ქუჩაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კოსტავას ქუჩასა და ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე აღებული წყლის სინჯები შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
სინჯები აღებულია ასევე სვანიძის, ატენის, გაბაშვილის, გედევანიშვილის, დოლიძის, ქარელის, ლიხაურის, ჩიქოვანის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩებიდან.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ.
წყლის ნიმუშის აღება გრძელდება.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პრევენციის მიზნით ახორციელებს ორმაგ დაქლორვას. ორმაგი ქლორირება ნებადართულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №62 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი – „ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის წესების” შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, წყალი ადინოთ 2-3 წუთის განმავლობაში, დააყოვნოთ სუფთა ჭურჭელში და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად,” – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები