საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა და სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის 2014 წლის საშობაო ეპისტოლეს ის ნაწილი, სადაც იგი ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგატ დედებზე საუბრობს:
„… მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანმადე არ სმენოდა კაცობრიობას:
ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ. …
… შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა,” – აღნიშნულია ეპისტოლეში.
საკითხი აქტუალურია, რადგან საქართველოშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად მრავალი უშვილო წყვილია. თუ რას ფიქრობენ სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე, „ამბიონი“ მოქალაქეთა მოსაზრებას გთავაზობთ.
ნინო ლომსაძე (ფარმაცევტი): „ჩვენი ეკლესია კრძალავს ამ გზებით ბავშვის გაჩენას და უწმიდესის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებსაც ვეთანხმები. ძალიან ბევრი ბავშვია უპატრონოთა თავშესაფრებში და უშვილო მშობლებს შეუძლიათ ისინი იშვილონ და მათზე მზრუნველობა იტვირთონ.“
გივი დგებუაძე (ინჟინერი): „უწმიდესის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ საკითხში ვერ დავეთანხმები. შეიძლება ამ სფეროში კარგად ვერ ვერკვეოდე, მაგრამ ბევრი უშვილო წყვილისთვის, ან ვისაც ამ გზით ჰყავს შვილი გაჩენილი, მისი სიტვები ძალიან მტკივნეულია.
ბავშვი იქ იქნება ბედნიერი, სადაც სიყვარულს და სითბოს ასწავლიან. მთავარია ის ჯანმრთელი იყოს და რა მნიშვნელობა აქვს რა გზით არის გაჩენილი?“
პატრიარქის ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრება გააპროტესტა ასოციაცია “მომავლის იმედის” წარმომადგენელმა, თამარ ხაჭაპურიძემ. ის 7 იანვარს, ალილოს მსვლელობაში, პლაკატით წარსდგა: “სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია, ნუ წაართმევ უფლებას გახდეს მშობელი”.
საყურადღებოა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი 2011 წელსაც ეხმაურებოდა ამ საკითხს: „…დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა, ოჯახური ანომალიების გახმაურება… არავინ ასწავლის თუნდაც იმას, რომ აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა ან ე.წ. ,,სუროგატი დედების” ინსტიტუტის შექმნა” უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის…,” – ნათქვამია 2011 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.
როგორც წესი, სუროგატ დედებს ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ისინი უშვილო წყვილებს მხოლოდ შვილის გაჩენაში ეხმარებიან და ამისთვის, ზოგიერთ ქვეყანებში სოლიდურ თანხას იღებენ.
სუროგატი დედობა კანონით იკრძალება ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის რამდენიმე ქვეყანაში და ამერიკის ზოგიერთ შტატში. საფრანგეთში ამ კანონის დარღვევის შედეგად, პიროვნებას ეკისრება ჯარიმა 45 000 ევრო და აგრეთვე ემუქრება სამ წლიანი პატიმრობა. აკრძალვის მოტივი ღარიბი ფენის დისკრიმინაციაა.
საერთაშორისო კონვეციით „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ საქართველო შეუერთდა 2001 წელს. სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ იკრძალება ადამიანის სხეულის ნაწილების გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად.1997 წელს მიღებულ კანონში კი, ჯამრთელობის დაცვის შესახებ, სუროგაცია როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა დაშვებულია.
საქართველოში პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯების სიმცირე, განსაკუთრებით უცხოელ უშვილო წყვილებს იზიდავთ.
სუროგაციისა და დონაციის ცენტრის ინფორმაციით, ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.
ამასთან, პირველად საქართველოში დაიბადა:
1999 წელი -პირველი სინჯარის ბავშვი საქართველოში;
2004 წელი – პირველი ბავშვი ICSI მიკრომანიპულაციის გამოყენების შედეგად;
2005 წელი – პირველი ბავშვი ბლოსტაცისტის კულტივციის შედეგად;
2006 წელი – პირველი ბავშვი გაყინული ემბრიონის გდატანის შედეგად;
2007 წელი – პირველი ბავშვი სუროგციის პროგრამის გამოყენების შედეგად.
თეონა ნოზაძე

ხალხო სწორი კითხვა ისწავლეთ და აქედან სწორი ანალიზის გამოტანა!უწმიდესმა თავის ეპისტოლეში ყველაფერი სწორედ აღნიშნა და შეაფასა,მაგრამ ეტყობა ვიღაც ვიღაცებს შემოსავლის წყარო მოაკლდება და განგაში ატეხეს!დიახაც ეს დიდი ცოდვაა ერთი ბავშვის გაჩენას ეწირება ათობით ასობით თუ ათასობით ემბრიონის სიცოცხლე ეგ ხომ მკვლელობაა და ამ მკვლელობის ფასად გინდათ ბედნიერები იყოთ?უწმიდესს ის არ უთქვამს რო სინჯარის ბავშვი ბავშვი არ არისო ეკლესია ღებულობს და ასეთებზე ყველა ეკლესიური რიტუალი სრულდება!მან აღნიშნა რომ ის გზაა მიუღებელი რა გზითაც ეს ბავშვები იბადებიან ერთ სიცოცხლეს შეიძლება ათასობით ემბრიონის სიცოცხლე შეეწიროს!
ქალი სიცოცხლეში წარმოქმნის 40000-დე ემბრიონს, ყველას პოტენციურად შეუძლია განაყოფიერება. განაყოფიერების გარეშე ყველა მკვდარია… ახლა ასე დავსვათ საკითხი, სასიკვდილოდ ისედაც განწირული 10 ემბრიონის ფასად, ერთის განაყოფიერება ცოდვაა…. და ვინ აწონა ეს ცოდვა და მადლი…. აქ წერენ კომენტარებს, რომ უშვილობა ღვთის ნებააო, ავადმყოფობაც ხომ ღვთით მოვლენილი განსაცდელია…. მაშინ რატომ ვეურჩებით ამ ნებას, რატომ გვინდა დავუძვრეთ ღვთის მიერ მოვლენილ განსაცდელს, თან უცხოეთში, თან ყველაზე ძვირ კლინიკებში, სადაც სასულიერო ელიტის უმრავლესობა ხშირად დაიარება…. რა, ღმერთს ატყუებენ, თუ დიდ ხანს და ჯანმრთელად უნდათ ცხოვრება, რათა სასუფევლისათვის უკეთესად მოემზადნონ… ღმერთო, მაპატიე ამ ცინიზმისთვის…. შვილის აყვანა დიდი მადლია, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც საკუთარის ყოლა შეგიძლია…. იცით დღეს რამდენი უნდა იწვალო, რომ შვილი აიყვანო… ძველად, ასაყვანი შვილების უმრავლესობა უბედური შემთხვევების გამო მშობლების გაეშე დარჩენილები იყვნენ, აბსოლუტურად ჯანმრთელები და გენეტიკური გადახრების გარეშე… დღეს???? ჯანმრთელი მხოლოდ 1-5 %-ია…. მეორე, სახელმწიფოში ხალხი გადასახადს და შესაწირს იმიტომ კი არ იხდის, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლება ჯიპებით დაგრიალებდეს, არამედ პირველ რიგში მზრუნველობამოკლებულებისა და პენსიონერების პრობლემები რომ მოგვარეს და ქუჩებში ბავშვები არ ეყარნონ…. მე აბორტების წინაარმდეგი ვარ, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა…. წარმოიდგინეთ გაუპატიურებით და ძალადობით ჩასახული ბავშვი გააჩინეო, რომ ვეუბნებით დედას, ვითომ ასეთი ბავშვი უფრო ბედნიერი იქნება ხელოვნურად ჩასახულთან შედარებით???? ახლა წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა, როდესაც სათესლე სითხე არასრულფასოვანია, მას ,,ასრულფასოვნებენ და ხელოვნურად ინსემინირებენ კვერცხსავალ გზებში სადაც არის ერთი ბუნებრივად მომწიფებული კვერცხუჯრედი, რატა გაზარდონ კონტაქტის შანსები…. ამას რა საერთო აქვს ემბრიონების სიკვდილთან??? მაგრამ ესეც ხომ ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიაა… ასე, რომ რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ეპისტოლეს ეს ნაწილი აბსოლუტურად უვიცების მიერ არის მომზადებული, რომლებსაც ყურმოკვრით გაუგია რაღაცა, ხოლო პატრიარქმა წარმოუდგენელი საჩუქარი გაუკეთა ნაცმოძრაობას და ქვეყნისა და ეკლესიის მტრებს…. ან იქნებ ჩანერგილმა აგენტებმა მოამზადეს შეგნებულად ეპისტოლეს ეს ნაწილი???? არ შეიძლება, კატეგორიული მსჯელობა საკითხზე, რომელზეც აზრზე არ ხარ….
P.s. მე რეპროდუქტოლოგი არ გახლავართ, არც ამ ბიზნესს წარმოვადგენ, პირიქით მომხრე ვარ რომ ეს სფერო მოწესრიგდეს და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ჩამოყალიბდეს გარკვეული შეზღუდვები (სხვა საუბრის თემაა) და ეთიკური ნორმები და ა.შ. თორემ ეს ყველაფერი იეღოველების დამოკიდებულებას ემგვანება წმინდა სამედიცინო პრობლემისადმი…. რადგან, ხშირად უშვილობას რეპროდუქტოლოგის მიერ გამოწერილი 20 ლარიანი ვიტამინები შველის, ხოლო ზოგჯერ ხელოვნური ჩარევა ხდება საჭირო….
ГАИХАРЕ КАЦУРО КАЦО
ილია მოდი დავსვათ კითზხვა როდესაც ადამიანი თავისი სიკვდილით კვდება ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული?მგონი თქვენი პასუხი იქნება არა.ახლა ისევ გკითხავ მკვლელობა არის ტუ არა სისხლის სამართლის დანაშაული?პასუხი ხო ისედაც ნათელია რომ კი.ახლა თქვენი კომენტარი თავიდან წაიკითხეთ და რა დასკვნას გამოიტან?ამბობ რო ისედაც კვდებაო და 10 ემბრიონი და მატი სიცოცხლის ფასად ერტი სიცოცხლე შევქმნატო დაახლოებით ასე ჟღერს.ახლა ისევ გკიტხავ რამდენად გამართლებული იქნება მკვლელობა?და უფრო ნათელი რო იყოს ასე გკიტხავ გყავს 10 ავადმყოფი შვილი და მათ მოკლავ ერთის გადასარჩენათ?
სანდრო,
საკითხი დგას ასე:
კვერცხუჯრედისა და სპერმატაზოიდის შერწყმით იქმნება დიპლოიდური ზიგოტა, სომატური უჯრედის მსგავსი უჯრედი, რომელნიც ამ ეტაპზე არ განსხვავდებიან. ასე წარმოიქმნება დიპლოიდური ზიგოტა სასქესო გზით გამრავლებად ცოცხალ ყველა ორგანიზმში. ანუ თვითონ ზიგოტის შექმნაში არაფერი სასწაული არ არის. ყველა ერთნაირად წარმოიქმნება. მერე იწყება ზიგოტის დაყოფა – გასტრულაცია, ბლასტულაცია და ნეირულაცია…. ანუ თუ ვთვლით, რომ ადამიანი განსხვავდება ყველა დანარჩენისაგან იმით, რომ მას სული აქვს, ესეიგი თვითონ ზიგოტის წარმოქმნაში არაფერი სულთან მიმართებაში არ ხდება, რადგან ყველა ზიგოტა ცოცხალ სამყაროში ასე წარმოიქმნება. ალბათ, ეს დაზუსტებით არავინ არ იცის, შემდეგ რაღაც სტადიაზე ხდება ის რომ ადამიანის ემბრიონი, ყველა სხვისგან განსხვავებით, იძენს ისეთ რარაცას, ეკლესიის სწავლებით სულს, რის გამოც ასეთი ემბრიონიდან წარმოიქმნება ადამიანი და არა ვთქვათ კატა, რომელსაც სული არა აქვს. ასე, რომ მტკიცება იმისა, რომ ზიგოტის წარმოქმნა თავისთავად უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე სულის მატარებელი ე.წ. ფსიქოსომატური არსებაა, აბსურდია…
მეორე – გაგიგონია ინსემინაცია… ეს არის როდესაც მამის სპერმას იღებენ ,,ჩუკენობით” (ანუ უნდა მოისპოს ანდროლოგიაში ის დარგი რომელიც სპერმის დეფექტებს სწავლობს, რაც ასევე აბსურდია 21 საუკუნეში, ალტერნატივა არის შპრიცის ნემსით შესვლა სათესლე პარკში, რომელიც ალტერნატივა კი არა ინკვიზიციური მეთოდია), აფრაქციონირებენ მას და იღებენ მცირე რაოდენობის მაგრამ ფუნქციურად სრულფასოვან ფრაქციას, რომელიც სპეციალური ,,შპრიცით” შეყავთ დედის საკვერცხე გზებში და უშუალოდ მომწიფებული კვერცხუჯრედის სიახლოვეს ათავისუფლებენ მას… ამით ზრდიან განაყოფიერების შანსს… ამას რა კავშირი აქვს უკვე ვითომ სულჩადგმული ზიგოტების განადგურებასთან… აქვს ვინმეს პასუხი??? იტყვიან რომ ჩუკენობა ცოდვაა…. რომელს არ ჩაუდენია ეს ცოდვა ახალგაზრდობაში… არის ასეთი ვინმე თუნდაც სამღვდელოებაში, მაშინ მათ ისროლონ პირველი ქვა….
სანდრო ამდენი რამდენი არგუმენტია იცი????
ის არგუმენტები რაც წარმოადგინეს არის არა არგუმენტები არამედ აქსიომები….
და ერთიც… დაასახელონ რომელმა მეცნიერმა და დარგის სპეციალისტმა გაუწია კონსულტაცია. რადგან თვითონ არ უნდათ და ვერც გამოვლენ თავისი ამ სფეროში ცოდნის დონიდან გამომდინარე, მაშინ ეს ვითომ კონსულტანტები გამობრძანდნენ პირდაპირ ეთერში დებატებზე, ხომ არიან თავის სისწორეში დარწმუნებულები…..
ასე რომ არ არის ასე საქმე მკვლელობა, კლავენ და ა.შ. ძალიან ძნელია მიიღო ეს ყველაფერი ადამიანებისაგან, რომელთაც მართლა არ ესმით ეს საკითხი…. ხოლო ისე ბრმად ასეა და დაიჯერეო…. არ ვიცი, ასე მოაზროვნე ადამიანი წესით არ უნდა იქცეოდეს….. და არა მგონია საქართველოში რწმენა და და აზროვნება ან/ან მდგომარეობაში უნდა იყოს ჩასაყენებელი….. სრული პატივისცემით!!!!
მიუხედავად ჩემი მოკრძალებისა და პატივისცემისა უწმინდესის მიმართ მოსაზრებას აღნიშნული საკითხის შესახებ არ ვეთანხმები.უშვილო წყვილისთვის ძალიან მტკივნეულია ასეთი დამოკიდებულება, ან რას ნიშნავს რატომ არ შეიძლება იყოს ბედნიერი ხელოვნური განაყოფიერებით ან სუროგაციის გზით მოვლენილი ბავშვი.აღნიშნული პრობლემის წინაშე პირადად ვდგავარ და დიდი სიხარულით მივმართავდი ინვიტროს რომ არა გარკვეული პრობლემები.ასეთი დაუნდობელი განაჩენისთვის ნუ გაიმეტებთ ნურც უშვილო წყვილებს და ნურც აღნიშნული მეთოდით მოვლენილ პატარებს.
karg mtkmels kargi gamgone undao,natkvamia .kargi mtkmeli ki gvyvavs,msmenelic yavs im mtkmels magram gamgone ukve zalian cota….aki uwmindesi brzanebda kmnian kanonebs da titonve xdebian am kanonebis msaxurnic da gamtareblebebic,magram aviwydebat rom uzenaesia yvelafris shemokmedi da ertaderti jeshmariteba bunebis kanonebshia
მე, ისევე როგორც ჩემი მეუღლე, ეკლესიური ადამიანი გახლავართ. დეტალებზე არ შევჩერდები და ვიტყვის იმას, რომ შვილი ხელოვნური განაყოფიერების (ინსემინიციის) შედეგად შეგვეძინა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მეუღლის ასაკიდან გამომდინარე (40 წლის) დაფეხმძიმების ალბათობა 20-30 %-ს არ აღემატებოდა, წამით არ დაგვიკარგავს უფლის დახმარებისა და გულმოწყალების იმედი და, პირველივე ცდიდან ცხრა თვის თავზე სწორედ ღმერთმა (და არა პოსტმოდერნისტულმა ეპოქამ) ანგელოზივით ბიჭი გვაჩუქა.
მართალი გითხრათ, საშობაო ეპისტოლე რამდენჯერმე, სხვადასხვა ელექტრონულ გვერდზე წავიკითხე, რადგან ის, რომ „ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები მომავალში პრობლემატურნი იქნებიან“ და ის, რომ ხელოვნური განაყოფიერება “მძიმე ეთიკური საკითხია”, იმდენად მტკივნეული, გაუგებარი და აუხსნელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ აღარც კი ვიცი, რა ვთქვა. ან როგორ ან რანაირად უნდა გავიგო ის, რომ ჩემი პატარა ნიკოლოზის სიცოცხლე „მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“.
უწმინდესის მიმართ ჩემი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემიდან გამომდინარე, მე იმის თქმაც კი მიჭირს, რომ ეპისტოლეში გამოთქმულ ამ მოსაზრებას ვერანაირად ვერ დავეთანხმები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი სიბრძნით აღსავსე ადამიანი, როგორიც პატრიარქია, ამას ვერანაირად ვერ იტყოდა და ზემოაღნიშნული სიტყვები ეპისტოლის ტექსტის ამკრეფის, რედაქტორისა თუ ვინმე არაკეთილმოსურნის შორს გამიზნული ინტერპრეტაცია მგონია (ისევე, როგორც ეს ბუდა-ბარისა და კაზინოების შემთხვევაში მოხდა).
ზემოხსენებული მოსაზრებით გამოწვეული ვნებათაღელვიდან და რამდენიმე ათასი ადამიანის დიდი ტკივილიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას გააკეთებს….
მამუკა, ვიზიარებ თქვენი და მრავალი ადამიანის გულისწუხილს, იმედი მაქვს, რომ საპატრიარქო განცხადებას გააკეთებს…
NUTU EGRET TSODEBUL”INSEMINATSIASATS” EXEBA ES EPISTOLE.?. KI MAGRAM MAGAS RA KAVSHIRIAQVS AM YVELAFERTAN, AN VINMES MKVLELOBASTAN.?. ME MGONI ROM ES JER KIDEV GASAGEBIA DA AM KVELAFERS AR EXEBA. AI SXVA DANARCHENISA KI RA MOGAXSENOT, MAGASHI CHVENDA SAMTSUXAROD ABSOLITURAD MARTLEBI ARIAN DA ARTS TU UMIZEZOD. CHVEN SAMTSUXAROD RATSARUNDA BEVRI VIXTUNAOD SIMARTLES DA REALOBAS VERSAD DAVEMALEBIT. CHVEN SHEGVIDZLIA TAVEBI DAVIIMEDOT MAGRAM REALOBA MDZIME DA MTKIVNEULIA. ERTADERTI ROMELITS TSOTA ARIYOS DA ADAMIANURI TVALSAZRISIDAN GAMOMDINARE RATOMGATS MEECHVEBA, ES ZEMOD AGNISHNULI “INSEMINATSIAA”. UMJOBESI IQNEBA ROM ES NATSILI UFRO GANIXILOS. TUNDATS SASULIERO PIREBSHI.
pativistsemit lasha partieli.