მთავარი » ქრისტიანობა

შურის წამალი სიყვარულია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.07.2011 | 4,728 ნახვა

ცოდვა, რომელიც ღვთის მიერ დაწესებული ზნეობრივი კანონების დარღვევას, ღვთის ნების წინააღმდეგობასა და უგულებელყოფას გულისხმობს, თავისი ფორმითა და შინაარსით მრავალგვარია. ეკლესიის სწავლებით, ცოდვა ადამიანში ზრახვის სახით იბადება. პოჩაევის ღვთისმშობლის ხატიუარყოფა ბოროტი ზრახვისა მასზე გამარჯვებაა. მაგრამ თუ ადამიანი არ ჩქარობს ბოროტი აზრის მოშორებას, მას აზრი სურვილად ექცევა და ადვილად სცოდავს. ცოდვების გამომწვევი მიზეზი ვნებებია, რომლებიც ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება. მათ ეკლესია მომაკვდინებელ ვნებებს უწოდებს. მათგან ერთ – ერთი შურია. წმ. გრიგოლ პალამას თქმით, შური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკვლელისა, მერე კი – ღმერთის მოკვლისაც.

“შური გრძნობაა უსიამოვნებისა, დარდისაც კი სხვისი კეთილდღეობის ხილვისას, იმ კეთილდღეობისა, თავად ჩვენთვის რომ გვსურს“ (წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი), მაგრამ გვავიწყდება, რომ ყოველივეს უფალი გვაძლევს. “ითხოვდით და მოგეცემათ”, გვასწავლის სახარება. ე.ი არ ვიმსახურებთ ან ცუდად ვითხოვთ.

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სწავლებით, “შურს სხვა მრავალი ცოდვანიც მოჰყვებიან. ამის დამამტკიცებელ მაგალითებს საღმრთო წერილში ვხვდებით. საიდან შემოვიდა სოფელში ცოდვა და სიკვდილი, თუ არა შურისგან, რომელიც ბედნიერი ადამისა და ევას შემხედვარე ეშმაკმა იგრძნო და აცდუნა ისინი? შურმა არ მოაკვლევინა კაენს თავისი ძმა აბელი? მონად არ გააყიდვინა ძმებს უმანკო იოსები? შურის გამო სდევნიდა საული დავით წინასწარმეტყველს და ბოლოს, შურმა ფარისევლებსა და მწიგნობრებს გონება იმდენად დაუბნელა, რომ მათ მაცხოვარი და მისი რწმენა არ მიიღეს. კაცს გააკვირვებს შურის საკვირველი ძალა და ზემოქმედება ადამიანის გულზე, როცა სახარებაში წაიკითხავს, რომ ფარისევლები საკუთარი თვალით ხედავდნენ ქრისტეს სასწაულებს – თვალხილულ ბრმებს, განკურნებულ კოჭლებს, ამეტყველებულ მუნჯებს, საფლავიდან მკვდრეთით აღდგენილ ლაზარეს, ხუთი პურით გამძღარ ხუთიათას კაცს და სხვათა საოცართა საქმეთა, მაგრამ იესოს მაინც არ აღიარებდნენ მაცხოვრად, მაინც სძულდათ იგი და ბოლოს ჯვარსაც აცვეს. ჩვენი ერი მრავალ ცოდვაშია ჩავარდნილი ღვთის წინაშე, მაგრამ უპირველესი ჩვენი ვნება შურია.

რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა ოდესმე ის ჟამი, როცა ბოლოს და ბოლოს, შევიტყობთ, რა გვტანჯავს და რა გვაკლებს სულიერ, ხორციელ კეთილდღეობასა და წარმატებას? მოვა ოდესმე ის დრო, მადლი ღვთისა ჩვენს გულებს განანათლებს და ბოლოს და ბოლოს, ვიტყვით: აი, ჩვენი მომაკვდინებელი მტერი, აი, ვინ გვტანჯავდა და ვინ გვაშორებდა ქრისტეს მადლსა და ყოველ სიკეთეს! ჭეშმარიტად შურია ერთი დიდი და უმოწყალო მფლობელი და სასტიკი ბატონი ჩვენი გულებისა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავის ამის გველისა”.

შურიანთათვის მიუწვდომელია კეთილი გრძნობები: სიყვარული, სიბრალული და სიხარული, რადგან შური ისე აბნელებს სულს, რომ ადამიანს კეთილი საქმეები უკვე აღარ ხელეწიფება.

“ყველა სნეულებას და მათ შორის შურსაც, თავისი წამალი აქვს, – წამალი შურისა სიყვარულია. შურსა და სიძულვილს ქრისტიანული სიყვარული აუძლურებს”- წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ნესტანი says:

    ძალიან კარგი სტატიაა.. თუმცა ხშირად ადამიანები არასწორად ვიქცევით და როდესაც საზოგადოების მხრიდან უარყოფით რეაქციას ვიღებთ, გვგონია რომ ჩვენი შურთ!!!)) სინამდვილეში პრობლემა ჩვენს ამპარტავნებაშია და არა საზოგადოების მხრიდან ჩვენს მიმართ შურში..))

  • ლია says:

    “ქვეყანა დაგჰუპა სჰურმა,უგჰმერტოტ იცინის გჰმერტი,რა გალაპარაკებს ნეტავ,გაცჰუმდი იყავი სჰენტვის”.კარგი სტატია,სჰურიტანდაყოლილი გვაქვს,სჰური რომ არ იყოს ეს ომებიც არ იქნებოდა.ყველასსჰია სჰური,მაგრამ უნდა ეცადო არ აჰყვე,გულმა უნდა გადაჯაბნოს სიკეტისაკენ.უნდა ვეცადოტ მასჰ რისჰ ქრისტიანები ვარტ.მე იმას ვფიქრობ,რომ ყველას იმაზე მეტი გვაქვს რასაც გჰმერტისგან ვიმსახურებტ.რა გვტხოვა გჰმერტმა 10 კანონი მოგვცა ისიც ცჰვენი სიკეტისტვის,და იმასაც ვერ ვასრულებტ.ლოცვა გვტხოვა,ისიც ცჰვენტვის,გჰერტს არ სწჰირდება ცჰვენი ლოცვა, ის გჰმერტია,ცჰვენა გვწჰირდება,და რას ვაკეტებტ არ ვლოცულობტ,ან ტუ ვლოცულობტ როგორ?განდიმ ტქვა:”ყველაზე კარგი სარწმუნოება ქრისტიანობააო,მაგრამ ქრისტიანები არ ვარგიანო”.მეც ასე სფიქრობ.

    • ლილი says:

      ქალბატონო ლია, რა კარგი აზრებია, მაგრამ რა უცნაური ენით წერთ. ძალიან გულდასაწყვეტია. იმიტომ რომ ბევრი უბრალოდ ვერც გაიგებს, რისი თქმა გინდათ. მაპატიეთ.

  • ნაზი says:

    რწმენა გადაარჩენს საქართველოს. დღემდეც ხომ რწმენამ მოგვიყვანა? დღეს კი …..ისტორიის სწავლას თუ შევწყვეტთ, ჩათვალეთ რომ მომავალი რომელიც წარსულზე არ არის აგებული, განწირულია.

  • ლელა says:

    ძალიან მომწონს თქვენი ჟურნალი.ღმერთმა ქნას სულ უფრო და უფრო მეტი ადმიანი კიტხულობდეს.მაშინ ალბათ ჩვენი საქმეც უკეთესად წავიდოდა.
    ღმერთმა დაიფაროს და გადაარჩინოს საქართველო და ჩვენი უწმინდესი.ღმერთმა დალოცოს ჩვენი სულიერი მოძღვრები. ამინ.

  • თეა says:

    უსაზღვროდ საინტერესო ჟურნალია,ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი თემებით.რაც შეეხება ამ ბმულს-რწმენაში გაძლიერება,გულწრფელი და გულმხურვალე ლოცვა დააძლევინებს ადამიანს ამ ცოდვას,მართლაც რომ ცოდვაა შური,ეს ხომ ბოროტისგანაა..და ვებრძოლოთ მას სიყვარულით..

  • სოსო says:

    მადლობა ავტორს ამ სტატიისთვის, მე ვარ ძალიან შურიანი, მესმის რომ არ შეიძლება ეს და კარგად მესმის რომ ცოდვაა მაგრამ ჩემი გული ჯერ ვერ განიკურნა ამ დამპალი შურისგან, ღმერთს ვთხოვ რომ განმიწმინდოს ეს გული და ნურაფერი ნუღარ შემშურდება ნურავისი. ვიცი რომ მერე მომეკითხება და ამიტომ უფალს ვთხოვ შენდობას

  • სოფიო says:

    მეც ძალიან მომეწონა ეს სტატია და საერთოდ ჟურნალი. ხშირად ხალხს სიყვარულიც კი ავიწყდება. :)) გმერთს მადლობას ვუხდი იმითვის, რომ შურიანი არ ვარ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ უფალთან ახლოს ვიყო…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი