სულთა-თანა აღსრულებულთა მართალთასა,სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთათა განუსვენე მაცხოვარ და ღირს ყვენ სანატრელასა მას ცხოვრებასა კაცთმოყვარე, განსასვენებელსა შენსა მაცხოვარ სადა ყოველნი წმინდანი შენნი მკვიდრ არიან, განუსვენე სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთათა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. შენ ხარ ღმერთი რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი, აწცა განუსვენე ქრისტე ღმერთო სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთათა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ
სულთა თანა
მსგავსი სტატიები
